USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის განხორციელების პროცესში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პარტნიორები:
ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA/ROLI) 25 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოში სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების მიმართულებით. ABA/ROLI ორგანიზებას გაუწევს საქართველოს მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტებსა და სხვა გაცვლით ღონისძიებებს, ასევე გამოყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს საქართველოს სასამართლოებში გრძელვადიანი მივლინების მიზნით. ამასთან, ის ხელს შეუწყობს იურიდიული განათლებისა და სამართლის სკოლების აკრედიტაციის ეროვნული სტანდარტების დახვეწას და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებას.
საერთაშორისო სამართლებრივ ფონდს (ILF) იურისტებისთვის მაღალი ხარისხის წარმომადგენლობის განხორციელებაში დახმარების დიდი გამოცდილება აქვს, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების სისტემების გარდაქმნას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ILF გამოყოფს თანამშრომლებსა და მკვლევარებს გრძელვადიანი მივლინებისთვის, რომლებიც მენტორობას გაუწევენ იურიდიული დახმარების სამსახურსა და იურიდიული დახმარების გამწევ სხვა სუბიექტებს.
ორგანიზაცია „Street Law“ორიენტირებულია რეაგირების მქონე მართლმსაჯულების და სამართლის სისტემების შექმნაზე და მცოდნე და თავდაჯერებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაზე, რისთვისაც ის იურიდიულ ფაკულტეტებთან ერთად შეიმუშავებს ხარისხიან სასწავლო ინიციატივებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც სტუდენტებისთვის, ისე იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ორგანიზაცია „Street Law“ უზრუნველყოფს „street law“ პროგრამების შეტანას საქართველოში მოქმედ ხუთ სამართლის სკოლაში.
ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლა კლინიკური იურიდიული განათლების აღიარებული ლიდერია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მის გარეთ, მათ შორის საქართველოში. Northwestern მენტორობას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკას და ხელს შეუწყობს კლინიკის წარმატების გავრცელებას საქართველოში მოქმედ სხვა სამართლის სკოლებში.
სასამართლოს ინოვაციების ცენტრი (CCI) მსოფლიო ლიდერია პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სფეროში. იგი ეხმარება სასამართლოებს მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური და საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტების მოძიებაში. CCI ხელს შეუწყობს ხალხის მიერ შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებას, რაც გაზრდის როგორც ნდობას საქართველოს სასამართლოების მიმართ, ისე მათზე ხელმისაწვდომობას.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს (EHRAC) 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა იურისტების გაძლიერებაში. გრძელვადიანი და სიღრმისეული მენტორობის გზით, EHRAC დაეხმარება ქართველ ადამიანის უფლებათა იურისტებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სხვა საერთაშორისო მექანიზმებში სტრატეგიული სამართალწარმოების წარმოების უნარების განვითარებაში.