Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 - 09 ოქტ, 2022

ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრი მოსამართლეების პირველი შეხვედრა გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეებისგან შემდგარი ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრამ პრაქტიკის ჯგუფის 44 წევრს საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება ბავშვთა უფლებების საქმეებთან დაკავშირებით, გამოეკვეთათ მათ პრაქტიკაში არსებული ძირითადი პრობლემური საკითხები და ემსჯელათ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხები გადაწყდეს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში.

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეებს მიმართა და განაცხადა: „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბევრი თქვენგანი, ამ მშვენიერ შაბათს ხალისით მოვიდა და ყურადღება დაუთმო ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. მე, როგორც იურისტი, ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას და განსაკუთრებით მოსამართლეებს, იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც მათ აკისრიათ, როგორც კონსტიტუციის და ჩვენი დემოკრატიული პროცესების მცველებს. ერთადერთი გზა, რითაც ნებისმიერ ერს შეუძლია შეინარჩუნოს დემოკრატია, არის ის, თუ ცალკეულ მოსამართლეებს ექნებათ ყველა ინსტრუმენტი და ცოდნა, რომელიც საჭიროა კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს ლეგიტიმურობა დამოკიდებულია კვალიფიციური მოსამართლეების უნარზე, მიიღონ დასაბუთებული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.“

ღონისძიებას გაუძღვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, სასამართლო რეფორმის მრჩეველი, ინგა თოდრია. ასევე პრეზენტაციებს უძღვებოდნენ მოსამართლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან (მიხეილ ბებიაშვილი), თბილისის სააპელაციო სასამართლოდან (შოთა გეწაძე, ნანა დარასელია), თბილისის საქალაქო სასამართლოდან (დავით წერეთელი, მანანა მესხიშვილი და თამარ ლაკერბაია) და საქართველოს უზენაესი სასამართლოდან (ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი და ბაკურიშვილი).

სხდომებს მოდერაციას უწევდნენ მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო), ბადრი ნიპარიშვილი (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო), ვლადიმერ ხუჭუა (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო), თამარ ზამბახიძე (უზენაესი სასამართლო) და მანანა მესხიშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო).

ხუთ მცირე ჯგუფში მუშაობა დაეხმარა ყველა მოსამართლეს შეეჯერებინათ საერთო პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან სასამართლო დარბაზებში.  კერძოდ, მათ გამოკვეთეს ბავშვებისთვის უფრო კვალიფიციური იურიდიული მრჩევლის და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეტი ჩართულობის აუცილებლობა სასამართლო პროცესებში, როგორც ბავშვთა საკითხებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

გარდა ამისა, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა უფრო ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და ბავშვის უფლებათა კოდექსი არ იძლევა საკმარის რეგულირებას ამ სფეროში. მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს დოკუმენტის ,  რომელშიც მოცემულია გამოწვევების ჩამონათვალი და მათი გადაჭრის შესაძლო გზები და რომელიც სახელმძღვანელოდ იქნება გამოყენებული პრაქტიკის ჯგუფის მომავალ შეხვედრებსა და აქტივობებში.

შეხვედრის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე აშშ-ს პრეცედენტული სამართლის შესახებ მიღებული გამოცდილება და ცოდნა გააზიარეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლახანს დაბრუნებულმა მოსამართლეებმა, ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მევლუდ ხათაშვილმა, მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან და მოსამართლე დიანა ბერეკაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოდან.  სასწავლო ტური მოსამართლეების მონაწილეობით ვაშინგტონში და ორეგონში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2022 წლის სექტემბერში შედგა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები