Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 22 მაი, 2022

ქალთა უფლება პრაქტიკის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებისგან შემდგარი ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის პირველი შეხვედრა.

შეხვედრამ საშუალება მისცა ღონისძიების 20-ზე მეტ მონაწილეს/ჯგუფის წევრს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება ქალთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, გამოეკვეთათ პრაქტიკაში მათ წინაშე მდგომი ძირითადი საკითხები  და ემსჯელათ,  ამ საკითხების გადაჭრაზე არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში.

„USAID-ის მხარდაჭერის პროგრამის მთავარი მიზანია თქვენი [მონაწილეების] მხარდაჭერა, რათა იყოთ უფრო თავდაჯერებულები, გამოცდილები და ძლიერები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მოსამართლეთა რიგებში უამრავი კვალიფიციური პროფესიონალია, თუმცა, ბევრი მათგანი არც ისე თვალსაჩინოა ფართო საზოგადოებისთვის. ამიტომ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადოს ისეთი მოსამართლეების საქმიანობა, როგორიც თქვენ ხართ. თქვენ ხართ ამ პრაქტიკის ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ინიციატივით დაინტერესებისთვის.“ – განაცხადა რუსუდან ტაბატაძემ, კანონის უზენაესობის პროგრამის მართვის სპეციალისტმა USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მოსამართლეების როლს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში. მან ხაზი გაუსვა პროგრამის მიზნებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის მოსამართლეთა ექსპერტიზის გაღრმავებას, ღია დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას მოსამართლეებსა და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქალთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე და ა.შ.

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მრჩეველმა ეკა ბოკუჩავამ მიმოიხილა USAID/PROLoG-ის მიერ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაო (როგორიცაა საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესება და ქალების დაცულობისთვის მეტი გარანტიის გათვალისწინება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პროფესიული უნარების გაძლიერება).

შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა მოსამართლეთა პირადი გამოცდილების გაზიარებას ქალების უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზზე, ასევე აზრთა გაცვლას იმ საკითხებზე, რომლებსაც მოსამართლეები აწყდებიან მსგავსი საქმეების განხილვისას.

დისკუსიებს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სასამართლო რეფორმის მრჩეველი, ინგა თოდრია და სასამართლო რეფორმის სპეციალისტი, ეკა ონიანი ჯგუფის წევრ მოსამართლეებთან: ქეთევან ბერეკაშვილთან (გორის რაიონული სასამართლო), გულიკო კაჟაშვილთან (ბათუმის საქალაქო სასამართლო), თამარ ონიანთან (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და ნინო ბაქაკურთან (საქართველოს უზენაესი სასამართლო) ერთად. შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატზე, სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები