Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ივლ 2023

ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კოვიდ პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში უმასპინძლა ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრს (EHRAC).

EHRAC აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ საქართველოში განხორციელებული USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამების დიდი ხნის პარტნიორია. EHRAC მუშაობს ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მათი იურისტების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ მათ ეფექტურად შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სხვა საერთაშორისო მექანიზმებში ეფექტური სტრატეგიული სამართალწარმოება.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სტრატეგიული სამართალწარმოების გრანტების მეშვეობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციისგან დაცვა, ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები, განსაკუთრებული აქცენტით მარგინალიზებული ჯგუფებისა და უმცირესობების მხარდაჭერაზე. EHRAC-ის ჩართულობა და მენტორობა ამ მხარდაჭერის ნაწილია. EHRAC-მა კონსულტაცია გაუწია ქართულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მრავალ საქმეზე და გაუზიარა თავისი ექსპერტიზა და გამოცდილება 15 საქმეზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) განიხილა. ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოდან ცხრა სტრატეგიული საქმის წარმატებით დასრულებისთვის, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოსა და სასამართლოს მიერ თავიანთი მიდგომებისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებას მოქალაქეთა სასარგებლოდ.

21 ივნისს EHRAC-ის დირექტორებმა ჯესიკა გავრონმა და ლორი ტრებოკმა, ასევე უფროსმა იურიდიულმა კონსულტანტმა ქეით ლევინმა და იურისტმა ტობი კოლისმა გამართეს ორი მრგვალი მაგიდის შეხვედრა პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პირველი შეხვედრა ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმისთვის არსებული სივრცის შემცირებას, მათ შორის მცირე ხნის წინ ინიცირებულ „უცხოური აგენტების შესახებ კანონს“ და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და რელიგიური ორგანიზაციების ფარული მიყურადების საკითხებს. მეორე შეხვედრა ორიენტირებული იყო ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური შევიწროების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე - სად და როგორ ვლინდება სექსუალური შევიწროება და მსხვერპლთა და მათი წარმომადგენელი იურისტებისათვის წინაღობები მართლმსაჯულების მიღწევისას.

EHRAC-ის გუნდმა ასევე გამართა ინდივიდუალური შეხვედრები პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. როგორც შეხვედრების, ასევე მრგვალი მაგიდების მიზანს წარმოადგენდა სივრცის შექმნა ორგანიზაციებისთვის, რათა გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები, გამოცდილება და გამოწვევები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, EHRAC-ს გაეზიარებინა თავისი სამართალწარმოების გამოცდილება, მიეწოდებინა რჩევები და ასევე გამოევლინა პოტენციური ახალი სტრატეგიული საქმეები საერთაშორისო სამართალწარმოებისთვის.

„შესანიშნავი იყო თბილისში ჩვენს ძვირფას პარტნიორებთან და კოლეგებთან პირადად შეხვედრა. შემაშფოთებელი იყო საქართველოში ხელისუფლების რეპრესიული ტენდენციების და ამ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური შიშის შესახებ მოსმენა. როგორც ყოველთვის, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს ამ გამოწვევების წინაშე და ერთად შევიმუშაოთ რეპრესიების, დევნისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებები საერთაშორისო სამართალწარმოებისა და ადვოკატირების გზით“ - თქვა ჯესიკა გავრონმა.

ხანგრძლივი პარტნიორობის განმავლობაში, EHRAC-მა უამრავ საქმეზე გაუწია კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტიურად იმუშავეს 15 საქმეზე, რომელთაგან 12 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო 3 გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში იქნა წარდგენილი.

სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას საგრანტო კონკურსებისა და სხვა ტექნიკური დახმარებისა თუ მენტორობის შესაძლებლობის მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა ქართველისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები