Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 თებ 2023

დისკუსია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გამოწვევებზე იმერეთის რეგიონში

2023 წლის 17 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით სიმონიამ და ქუთაისის ბიუროს თავმჯდომარემ, გელა სიორდიამ, ქუთაისის და ზესტაფონის ბიუროებიდან 17 ადვოკატთან და კონსულტანტთან შეხვედრა გამართეს. მონაწილეებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე.

შეხვედრის შედეგად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შექიმნება სამი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში ჩატარდება სიღრმისეული ანალიზი რეგიონში სასამართლო პრაქტიკის შესახებ და როგორ შეიძლება სამსახურმა იმუშაოს სასამართლოებთან პრაქტიკის გასაუმჯობესების საკითხებზე. ჯგუფის წევრები იქნებიან იურისტები და კონსულტანტები ქუთაისა და ზესტაფონის ბიუროებიდან.

პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სწრაფი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველსაყოფის გზებს საქმისწარმოების შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და იმერეთის სასამართლოებში დისტანციური სხდომების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.  მოგვიანებით, გაიმართება მოსამართლეებთან და სასამართლო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. პრაქტიკოსები თვლიან, რომ ერთობლივი შეხვედრები სასარგებლო იქნება არსებული გამოწვევების შესახებ სასამართლო სისტემისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის და სასამართლო სისტემაში პრობლემის გადასაჭრელად.

მეორე სამუშაო ჯგუფი განიხილავს ბავშვთა უფლებათა კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის საკითხებს. კერძოდ, ბავშვის მოსმენას და იურიდიულ წარმომადგენლობას, ქუთაისსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პრაქტიკას ბავშვების განცალკევების საკითხებზე. იურისტები თვლიან, რომ დისკუსია უნდა იყოს ორგანიზებული მოსამართლეთა მონაწილეობით რეგიონში სასამართლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

მესამე სამუშაო ჯგუფი ეძღვნება მთარგმნელობითი სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და უფლებამოსილი ექსპერტებისა და სპეციალისტების რეესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება ადვოკატებს სასამართლოსთვის კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების მიწოდებაში.

მომდევნო თვეში გაიმართება სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რათა მოხდეს არსებული პრობლემების ასახვა და სასამართლო წარმომადგენლებისთვის წინადადებების მომზადება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები