Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ნოე 2023

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ქალთა შრომით უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე ვებინარი ჩაატარა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის - „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, ქალთა შრომით უფლებებსა და საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე ვებინარი ჩაატარა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა და მთავარი შრომის ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, ნატო ნათენაძემ, ისაუბრეს ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა პროფკავშირების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო რაზმაძე.

დისკუსია შეეხო არაფორმალურ დასაქმებას, მათ შორის, საშინაო/არაფორმალურ მშრომელებს, შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, უთანასწორობას, რომელსაც ქალები აწყდებიან ჯერ კიდევ წინასახელშეკრულებო ეტაპზე და სახელფასო განსხვავებას. ნატო ნათენაძემ მსმენელებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია შრომის ინსპექციის სამსახურისა და მისი მანდატის შესახებ.

მომხსენებლებმა უპასუხეს მსმენელთა სხვადასხვა კითხვას, მაგალითად,  არაფორმალურად დასაქმებულმა ქალებმა როგორ შეიძლება დაიცვან მათი უფლებები; შესაძლოა თუ არა შრომითი დისკრიმინაციის ფაქტზე სახალხო დამცველის ან შრომის ინსპექციისადმი მიმართვა დარჩეს ანონიმური; რა შრომის წესები ვრცელდება დეკრეტულ შვებულებაზე; ასევე, რა არის შრომის ინსპექციის მანდატი მიგრანტ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით.

ვებინარი ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში იმართება.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები