Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 თებ 2024

იმიტირებული სასამართლო პროცესები და მედიაცია შრომის სამართალში

2024 წლის 29 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქუთაისში უმასპინძლა იმიტირებული სასამართლო პროცესების და მედიაციის ზეპირ რაუნდებს, შრომის სამართალში რეგიონული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების მიზნით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ექსპერიმენტული სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ.

იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა შეეძლოთ რეგიონული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართლის სკოლის სტუდენტებს. პროექტი სამ თვეს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მონაწილე გუნდებმა სამართლებრივი მართლწერის ყოვლისმომცველი ტრენინგი გაიარეს.  მათი სწავლება მოიცავდა კაზუსებზე მემოს შედგენას და ტრენერებისგან გზადაგზა სტუდენტების სამუშაოსთვის სწორი მიმართულების მიცემასა და უკუკავშირს.

საბოლოო ჯამში, ოთხმა გუნდმა (კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი) მიიღო მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, სადაც სტუდენტებმა ტრენინგების მანძილზე შეძენილი სასამართლო პროცესებისათვისა და მედიაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს.

იმიტირებული სასამართლო პროცესის განმავლობაში, ექსპერტ-მოსამართლეები, რომლებიც დაკომპლექტებულნი იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატებისგან, ფასდაუდებელ უკუკავშირს აწვდიდნენ მონაწილე გუნდებს. მათი გამოცდილება და რჩევები სწავლების პროცესის გამდიდრებას და სტუდენტების სასამართლო პროცესებისა და მედიაციის საქმეებისათვის საჭირო ტექნიკის დახვეწას ემსახურებოდა. იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და მედიაციის სესიების დასრულების შემდეგ, საუკეთესო გუნდები შეირჩნენ  და სერტიფიკატებით, სახელმძღვანელოებითა და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სტუდენტებმა პროექტს მადლობა გადაუხადეს პროექტში მონაწილებისთვის. თიკო თინიკაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის როლს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და მედიაციაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობას მისი პროფესიული განვითარების ფორმირებაში. ანალოგიურად, ლალი კიკნაველიძემაც აღნიშნა პროექტის წვლილი იურიდიული პროფესიის გაღრმავებაში და პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, როგორიცაა მედიაცია, სწავლება დაასახელა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები