Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 დეკ 2023

იურისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სასამართლოს თავმჯდომარეების როლზე იმსჯელეს

2023 წლის 30 ნოემბერს, დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფმა და  დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სასამართლოს თავმჯდომარეების როლის შესახებ საერთაშორისო ონლაინ დისკუსია გამართეს.

შეხვედრას 23 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იურისტები, მართლმსაჯულების ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ექსპერტებმა საქართველოდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან განიხილეს სასამართლოების თავმჯდომარეების როლი საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ასევე ისაუბრეს თავმჯდომარეების უფლებამოსილების შესახებ, რომელიც ასახულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ვარშავის რეკომენდაციებში.

დევიდ კოსარმა, მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა სასამართლოს თავმჯდომარეების როლი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი, აშშ, ესპანეთი, ავსტრალია და პაკისტანი. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში თავმჯდომარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსამართლეთა შერჩევაში, დაწინაურებასა და დისციპლინური საკითხების მართვაში. სხვა ქვეყნებში კი მათი ძალაუფლება ძირითადად ფინანსური და ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებით შემოიფარგლება. დევიდ კოსარმა ასევე ისაუბრა თავმჯდომარეების ჩართულობაზე პოლიტიკურ აქტორებთან. ასეთი აქტივობა შეიძლება მოიცავდეს სამინისტროების ან საპარლამენტო კომიტეტების კონსულტაციას, სადაც თავმჯდომარეები სასამართლოს ინტერესებს წარმოადგენენ.

ქეროლინ ჰამერმა, OSCE/ODIHR-ის სამართლის უზენაესობის მრჩეველმა, განიხილა 2023 წლის ვარშავის რეკომენდაციები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. ვარშავის რეკომენდაციები პრაქტიკული ინსტრუმენტია ეუთოს წევრი ქვეყნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში არ არის კონკრეტული თავი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეებს ეხება, ტექსტის სხვადასხვა ნაწილში საუბარია მათ როლზე. რეკომენდაციების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარის საბჭოს წევრად აირჩევის შემთხვევაში, მან თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარეებს არ უნდა ჰქონდეთ დისციპლინური სამართალწარმოების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება. რეკომენდაციებში ხაზგასმულია რომ თავმჯდომარეების უფლებემოსილება მოსამართლეების მივლინების შემთხვევაში, უნდა იყოს კანონთან შესაბამისი, სამართლიანი და გამჭვირვალე.

ნაზი ჯანეზაშვილმა, საქართველოს სასამართლოს გუშაგის (GCW) დირექტორმა, ისაუბრა ქართულ კონტექსტზე და გააანალიზა არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა სასამართლოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა გამოწვევად მიიჩნია ერთი და იმავე ადამიანების დანიშვნა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავმჯდომარის არჩევისას შაბლობური დასაბუთების გამოყენება და თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა.

აღნიშნული ღონისძიება იყო მეშვიდე ონლაინ დისკუსიების სერიდან, რომელიც სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ფარგლებში იმართება. ქსელი 59 სასამართლო ექსპერტს აერთიანებს  აშშ-ს, ევროპის, აზიის და ლათინური ამერიკის 23 ქვეყნიდან.

დისკუსიის ბმული: https://youtu.be/QDpsLazotcU?si=Y2qzyOPWqj4dWw9u

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები