Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 სექ 2023

მედიაციის შესახებ კამპანია საქართველოში მართლმსაჯულებაზე წვდომის ხელშეწყობისთვის

დღეს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, საზოგადოებას წარსულში განხორციელებული საქმიანობა და მედიაციის წელთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. კამპანიის მეშვეობით, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების პოპულარიზაციასა და მისი გამოყენების ზრდას როგორც კერძო პირების, ისე ბიზნესების მიერ.

გახსნით სიტყვაში ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა: „მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმი ამ პროცესში ჩართული მრავალი აქტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მკვიდრდება. მედიაციის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ჩვენ მის გადასაჭრელად ვმუშაობთ“.

ნილ ვაინტაინმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაზი გაუსვა USAID-ის სრულ მხარდაჭერას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიმართ მისი ინსტიტუციური განვითარების, მედიაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის, ცნობიერების ამაღლებისა და მედიატორთა პროფესიული განვითარების კუთხით. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში USAID მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიაციისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების განვითარებას. მათი გაძლიერების გზით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ცდილობს ხელი შეუწყოს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია”, განაცხადა ნილ ვაინსტაინმა.

ლევან ასათიანმა, UNDP Georgia-ს კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერმა განაცხადა, რომ „UNDP მრავალი წელია მხარს უჭერს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში, რადგან მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მისი მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილია და მედიაცია მის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციას მის ინსტიტუციურ განვითარებაში და აქტიურად იმუშავებს რეგიონებში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.“

თამარ ზუბაშვილმა, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ჩავატარეთ საჭიროებათა კვლევა სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო და კერძო მედიაციის შესახებ საქართველოში, რამაც აჩვენა, რომ პრობლემაა მედიაციის შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე და მედიაციის უპირატესობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ ცნობიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მალე განხორციელების პროცესს დავიწყებთ“.

ღონისძიებას ორმოცზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მედიატორები, მოსამართლეები, ადვოკატები, ნოტარიუსები, ჟურნალისტები, დეპუტატები, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძე; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე; და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ჭკუასელი. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მედიაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ნდობის ამაღლების მნიშვნელობას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები