Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ივლ - 03 აგვ, 2024

იურიდიული სფეროს მომავალი პროფესიონალები კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზაფხულო სკოლას დაესწრნენ

29 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ („პროგრამა“), პროექტ Pravo Justcie უკრაინასთან (ევროპის კავშირის მხარდაჭერილი პროექტი) თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

საზაფხულო სკოლამ შეკრიბა სტუდენტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან, ვორქშოფებსა და ლექციებზე დასასწრებად, რომლებიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა გარდამავალ დემოკრატიებში, კანონის უზენაესობის კრიზისი და სამართლიანი სასამართლოს უფლება. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 22-მა სამართლის სტუდენტმა, მათ შორის ხუთმა უკრაინელმა სტუდენტმა. ყველა მათგანი კონკურსის წესით შეირჩა და მასში მონაწილეობას იღებდნენ სამართლის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავისუფალი უნივერსიტეტიდან, შავი ზღვის უნივერსიტეტიდან, ლონდონის კინგს კოლეჯიდან და ესპანეთის IE უნივერსიტეტიდან.

საზაფხულო სკოლის სალექციო ნაწილს უძღვებოდნენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი დეკანი გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამამ უზრუნველყო ორი საერთაშორისო ექსპერტის, ელენ და დუგლას ფეარების ჩართულობა, რომლებიც ყოფილი მოსამართლეები არიან სნოჰომიშის ოლქიდან, ვაშინგტონის შტატიდან. საზაფხულო სკოლის ფარგლებში წაიკითხეს ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: „დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა კრიზისის დროს“ და „სამართლიანი სასამართლოს უფლება და საპროცესო გარანტიები“. სხვა საერთაშორისო კონტრიბუტორები იყვნენ ლენა მორტონი, მუდმივი იურიდიული მრჩეველი, მართლმსაჯულების დეპარტამენტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ასევე ოლგა სრიბნიაკი და ანა ადამსკა, პროექტიდან Pravo Justice უკრაინაში.

კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლამ მომავალ იურისტებს მისცა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მათ რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განვითარებაში დაეხმარებათ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები