Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 თებ 2024

მოსამართლეებმა და მედიატორებმა კახეთში სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თელავში სამუშაო შეხვედრა (ბენჩ-ბარი) გამართა, რომელსაც 20 მონაწილე, მათ შორის მოსამართლეები, თანაშემწეები და მედიატორები ესწრებოდნენ. ისინი წარმოადგენდნენ კახეთის რეგიონს, კერძოდ თელავს, ყვარელს, გურჯაანსა და სიღნაღს.  შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაზრდას სასამართლოებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას ისახავენ მიზნად.

შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი გელოვანის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩევლისა და შალვა ჭკადუას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი მთიულიშვილი და საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაგისტრატი მოსამართლე ალექსანდრე ლომიძე.

დისკუსია მედაციაში საქმეთა გადამისამართების თემაზე წარიმართა. მონაწილეთა თქმით, ამ მიმართულებით გაუმჯებესებაა. კახეთის რაიონული სასამართლოებიდან ახლადგახსნილ მედიაციის ცენტრებში 2023 წლის დეკემბრის შემდეგ 15 საქმე გადაიგზავნა. ამ დინამიკას ხელი შეუწყო პროგრამის მიერ 2023 წლის ნოემბერში საქმეთა მედიაციაში გადაცემის შესახებ ჩატარებულმა ტრენინგმა. 

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სიღნაღში არ არსებობს მედიაციის ცენტრი. მათი თქმით,  მოსამართლეებს არ აქვთ კონკრეტული მითითებები იმის შესახებ, თუ რომელ ცენტრში უნდა გადაამისამართონ საქმეები. ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს მედიაციის ცენტრის შერჩევის კონკრეტული წესები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც საქმეების გადამისამართება უახლოეს ცენტრში უნდა მოხდეს (იმ შემთხვევაში, თუ მხარეები რომელიმე კონკრეტულ მედიაციის ცენტრს არ მიუთითებენ).  

მარინე ცერცვაძემ ხაზი გაუსვა მედიაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უპირატესობას ანიჭებს საქმეების მედიაციაზე გადაცემას მაშინაც კი, როცა ხედავს რომ საქმეს მისი ძალისხმევით გადაწყვეტის პოტენციალი გააჩნია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მედიაციაზე გადაცემული საქმეების აღრიცხვის/რეგისტრაციის საკითხი, რითაც  ამ კუთხით საერთო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობა გამოიკვეთა.

მონაწილეებმა თელავის, სიღნაღისა და გურჯაანის მედიატორების ჩართულობით ონლაინ მედიაციის საკითხზე იმსჯელეს და ერთმანეთს წარმატებული გამოცდილებები გაუზიარეს. დისკუსიისას აღინიშნა ფინანსური დავების მოგვარების სირთულე, განსაკუთრებით მცირე სასესხო/საკრედიტო საკითხების შესახებ, საოჯახო ან შრომით დავებთან შედარებით.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები