Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ოქტ - 31 დეკ, 2023

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა იმერეთში თამაშის და გრაფიკული დიზაინი შეისწავლეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იმერეთში დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის (IDH) ორგანიზებით, ქუთაისის საჯარო სკოლისა და უნივერსიტეტის 12 სტუდენტისთვის თამაშისა და გრაფიკული დიზაინის ტრენინგები გაიმართა.

ახალგაზრდებმა სამაგიდო თამაშები უნდა შექმნან ბავშვის, ქალთა უფლებებისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. სამაგიდო თამაშების შექმნა სტუდენტებსა და მოსწავლეებს სახალისო ელემენტების გამოყენებით სწავლის საშუალებას აძლევს. ინოვაციური მეთოდი ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობის, ანალიზისა და კრიტიკულ აზროვნების უნარების განვითარებას.

ტრენინგები გრაფიკულ და თამაშის დიზაინში 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდა. სულ 20 შეხვედრა გაიმართა. თამაშის დიზაინის სწავლებისას მონაწილეები გაეცნენ სამაგიდო თამაშების ისტორიას, მათ კატეგორიებს, მექანიკას, ტერმინოლოგიას, კომპონენტებს; მიიღეს ინფორმაცია ცნობილი გამომცემლებისა და დიზაინერების შესახებ.

გრაფიკული დიზაინის კურსზე მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა Adobe Illustrator-ის პანელების, არტბორდების, შრიფტებისა და pen-tool-ის გამოყენების გზების შესახებ. მიწოდებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სწორად ააწყონ თამაშები ტექნიკური და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით.

მონაწილეებს ძალიან მოეწონათ ეს გამოცდილება.  დაჩი ჭეიშვილისთვის: „ტრენინგი თამაშის დიზაინში იყო ძალიან საინტერესო, რადგან ვისწავლეთ თამაშების შექმნა სახალისო და საინტერესო გზით.“

მეცხრე კლასის მოსწავლე ანიტა ხურციძის თქმით: „გრაფიკული დიზაინის ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო. მართალი გითხრათ, თავიდან მეშინოდა, არ მესმოდა მასალა, მაგრამ ჩვენი ტრენერის დახმარებით ეს შიში მალევე დავძლიე და დავიწყე სწავლა. ახლა კი ვამაყობ ჩემი პროგრესით.“

ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის პროექტი, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება მიზნად ისახავს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალგაზრდებს ადამიანის უფლებების შესახებ სამაგიდო თამაშების შექმნისა და ქუთაისში მოსწავლეებისათვის საპილოტე თამაშების ორგანიზების საშუალებით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები