Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 - 12 ივნ, 2023

ჟურნალისტები გადამზადდნენ სასამართლოს გაშუქებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის გასაუმჯობესებლად

ჟურნალისტიკის ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტია სასამართლო საქმეების ზუსტი და პასუხისმგებლიანი გაშუქება, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს იყვნენ ინფორმირებულნი მართლმსაჯულების სისტემისა და მისი შედეგების შესახებ.

სასამართლოს გაშუქების ხარისხის გასაუმჯობესებლად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, USAID მედია პროგრამასთან პარტნიორობით, მოაწყო ორდღიანი ტრენინგი 35 რეგიონული ჟურნალისტისთვის 2023 წლის 8-12 ივნისს. თავდაპირველად, გადამზადდა აჭარიდან მოწვეული 15 ჟურნალისტი, ხოლო მოგვიანებით გადამზადდა 20 ჟურნალისტი იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან.

ტრენინგებზე „როგორ გავაშუქოთ იურიდიული საკითხები“, ტრენერებმა ნათია კაპანაძემ, ილონა დიასამიძემ და თამარ რუხაძემ განიხილეს აქტუალური თემები, მათ შორის: სასამართლოს გაშუქების ზოგადი წესები და ნიუანსი; შეზღუდვები მედიისთვის; უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა; იურიდიული ტერმინები და ტერმინოლოგია; კომუნიკაცია მოსამართლეებთან, მოსამართლეთა თანაშემწეებთან, პროკურორებთან, გამომძიებლებთან, ადვოკატებთან და მხარეებთან; სენსიტიური თემები და დაუცველი ჯგუფები მედიაში; საჯარო ინფორმაციაზე წვდომა; და ჟურნალისტების უფლებების დაცვა.

ტრენინგის მისასალმებელ წერილში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ მიმოიხილა პროგრამის მუშაობის სპეციფიკა, კანონის უზენაესობის რეგიონული ჰაბების საქმიანობა და მედია ტრენინგის ძირითადი მიმართულებები. მისი თქმით, გაშუქების სიზუსტე და სანდოობა, ამასთანავე ჟურნალისტების აღჭურვა სამართლებრივი სისტემის აუცილებელი ცოდნით, აძლიერებს მათ უნარს, მიაწოდონ სანდო და სარწმუნო სიახლეები საზოგადოებას.

თამარ რუხაძემ, ტრენერმა და USAID მედია პროგრამის წარმომადგენელმა, გამოხატა მედიის როლის მნიშვნელობა სასამართლო პროცესებისა და სამართლებრივი საკითხების გაშუქებაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ საკანონმდებლო რეგულაციების ზუსტი მნიშვნელობა გაგება და მყარად მისდიონ პროფესიულ სტანდარტებს. „ცოდნის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობით, ტრენინგის მიზანია ჟურნალისტებს ჰქონდეს შესაძლებლობა გააშუქონ სამართალთან დაკავშირებული ახალი ამბები, ეს ყველაფერი ეთიკური სტანდარტების დაცვით.“ - თქვა მან.

ტრენერმა, უფლებადამცველმა და მედია სამართლის ადვოკატმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტების პროფესიული ინსტრუმენტები და საკანონმდებლო ბაზა მუდმივად ვითარდება ახალი ამბების ობიექტური და სრული გავრცელებით. შესაბამისად, ტრენინგი, რომელიც ჩატარდა გამოცდილების გაზიარების ფორმატში, გამიზნული იყო რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების წინაშე არსებული გამოწვევების მიმოხილვისთვის, რათა განეახლებინათ ცოდნა საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და დაზუსტებინათ ეთიკური ნორმების დეფინიციები.

„ტრენინგზე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჟურნალისტურმა პრაქტიკამ უნდა განიხილოს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევები უფრო ფრთხილად, ვიდრე ეს თვითრეგულირების წესებით არის დადგენილი. განვიხილეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტების მნიშვნელობა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, სამთავრობო კონტროლი, სასამართლო სისტემის მონიტორინგი, საჯარო ინფორმაციაზე ელექტრონული წვდომა და უმცირესობების უფლებების ფრთხილად გაშუქება. ამ ინფორმაციის განახლება დაეხმარება ჟურნალისტებს გააუმჯობესონ თავიანთი პროფესიული უნარები, გამოიკვლიონ თავიანთი სამუშაოს ახალი თემები და მოახდინონ მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გავრცელება ეროვნულ დონეზე“. – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

კიდევ ერთმა ტრენერმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ, აღიარა ჟურნალისტების გამოწვევა იურიდიული ტერმინოლოგიის სრულად გაგებასა და გამოყენებაში. მან ხაზი გაუსვა ასეთი ტრენინგების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობას განვითარებადი თეორიული საკითხებისა და პრაქტიკული საჭიროებების გადასაჭრელად.

მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ისეთი თემების მიმართ, როგორიცაა პირადი ცხოვრების უფლება, საიდუმლო ჩანაწერი და მისი გამოყენება და წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ ეს საკითხები, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათ პროფესიულ ეთიკურ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ტრენინგში მონაწილე ბათუმელების ჟურნალისტმა ლელა დუმბაძემ სასამართლო პროცესებზე გაშუქების მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ „ყველა მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა დაესწროს სასამართლო სხდომებს. საზოგადოება მედიას ეყრდნობა იმის გასაგებად, თუ რა ხდება სასამართლო დარბაზში. მათ შორის ბრალდების მხარის ან დაცვის მხარის განცხადებების თაობაზე იღებს ინფორმაციას.. ჟურნალისტების ცოდნის გაზრდა სასამართლო სისტემის შესახებ გადამწყვეტია, რადგან არასწორად წარმოდგენილმა ინფორმაციამ და იურიდიულმა ტერმინებმა შეიძლება შეამციროს საზოგადოების ნდობა მედიის მიმართ. ტრენინგი პირადად ჩემთვის გამანათლებელი იყო. ეს დამეხმარა იურიდიული ტერმინების უფრო მკაფიოდ გააზრებაში, რაც საშუალებას მომცემს უფრო ზუსტად და სრულყოფილად გადმომეცა სასამართლო პროცესი ან კონკრეტული ისტორიები, რომლებსაც ვაშუქებ“.

„ტრენინგი დამაინტრიგებელიც იყო და არსითაც,“ - განაცხადა თამთა დოლიძემ, ტელეკომპანია რუსთავისა და გურიის რეგიონულმა კორესპონდენტმა. „სამართლებრივი ტერმინოლოგიის გადახედვა და ტერმინების ერთმანეთისგან გამიჯვნა განსაკუთრებით ინფორმაციული იყო. გარდა ამისა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა სასამართლო საქმის გაშუქების სირთულეების, სხვადასხვა გარემოებებში ფარული ჩანაწერების გავრცელების ეთიკურობის საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქების საკითხებზე გამოწვევები. პროფესიული ეთიკის შესახებ დისკუსიები დამაფიქრებელი იყო და ხაზს უსვამდა საქმეების გაშუქებისას ჟურნალისტის  სწორი მორალური განსჯის გამოტანის მნიშვნელობას,  როდესაც ისინი არჩევანის წინაშე დგანან. ველოდები ჩემს მიერ შეძენილი ცოდნის ყოველდღიურ გამოყენებას, რადგან ხშირად ვაშუქებ ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხებს, სისხლის სამართლის საქმეებს და სასამართლო პროცესებს. გმადლობთ ამ ძალიან სასარგებლო სესიებისთვის! ”

ტრენინგის დასასრულს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის კომუნიკაციების მრჩეველმა მერი მახარაშვილმა გამოაცხადა კონკურსი რეგიონული ჟურნალისტებისთვის იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელო - ზემო სვანეთიდან და აჭარიდან.

კონკურსი ემსახურება სასამართლო საქმის გაშუქებასა და ეთიკურ გაშუქებას, იურიდიულ ჟურნალისტიკაში სრულყოფილების აღიარებასა და ხელშეწყობას. ის ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას ნიჭიერი ჟურნალისტებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ანალიტიკური ოსტატობა და სიუჟეტის თხრობის უნარი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საქმეების სამართლებრივი გაშუქების სფეროში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის დღის კვირეულში, 2023 წლის 10 დეკემბერს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები