Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 - 10 დეკ, 2023

რეგიონალური სტუდენტ-პარალეგალებმა შეისწავლეს ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის საფუძვლებს

2023 წლის 9-10 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ქუთაისსა და ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS) ერთად ტრენინგი ჩაატარა. ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხების შესახებ ტრენინგში 50 სტუდენტ-პარალეგალი მონაწილეობდა.

ტრენინგს უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი გიორგი ბურჯანაძე. მის პრეზენტაციაში, გიორგი ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, მან მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ადამიანის უფლების შინაარსისა და მისი წარმოშობის თაობაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ექსპერტის განმარტებით, ისინი ფუნდამენტური დოკუმენტებია, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები საქართველოში.

გიორგი ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა ადამიანის ინდივიდუალური უფლებების შესახებ, როგორიცაა სიცოცხლის, საკუთრების, დისკრიმინაციის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს და სიტყვის თავისუფლების უფლება. მან მაგალითად მოიყვანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები, ასევე აღნიშნა შრომითი უფლებებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობა. სტუდენტებმა ტრენინგზე გამართეს დებატები სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის ბალანსზე, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში.

2023 წელს ეს იყო ბოლო ტრენინგი სტუდენტი-პარალეგალებისთვის. 2024 წელს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და იურიდიული დახმარების სამსახური გეგმავენ ტრენინგების ჩატარებას შრომის უფლებების, მიწის რეგისტრაციის, სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შესახებ. ასევე იგეგმება იმიტირებული სასამართლო პროცესი და საკონსულტაციო ვიზიტები საქართველოს იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები