Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 აპრ 2024

სასამართლო კორპორატივზმის: იტალიური გამოცდილება

2024 წლის 18 აპრილს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსისაქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,  სასამართლო კორპორატივიზმის თემაზე ონლაინ დისკუსია გამართეს, სადაც იტალიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ჩვიდმეტი მონაწილე, მათ შორის სასამართლო ექსპერტები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებმა იტალიელ ექსპეტებთან ერთად სასამართლო კორპორატივიზმის მიზეზებისა და აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

მაურიციო სალუსტრომ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უფროსმა იურიდიულმა მრჩეველმა სერბეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე იტალიის სასამართლო სისტემის ისტორია მიმოიხილა. ისტორიული კონტექსტის ანალიზის საშუალებით ექსპერტმა სასამართლო სისტემის ევლუციაზე მიაწოდა დამსწრეებს ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ: „კორპორატივიზმი დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია; მნიშვნელოვანია გვესმოდეს როგორ არის მოწყობილი სასამართლო სისტემა, რადგან კორპორატივიზმს შეუძლია ითამაშოს როგორც უარყოფითი ასევე,  დადებითი როლი.”

ჯანფრანკო გალომ, რომის პროკურორის მოადგილემ, იტალიის მაგისტრატში პროკურორებისა და მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ ისაუბრა.  მან ხაზი გაუსვა დანიშვნის პროცესში დროთა განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს.  თუ ადრეულ პერიოდში ასაკი განსაზღვრავდა დაწინაურებას, ახლა ის დამსახურებაზე დაფუძნებული. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა მოსამართლეთა შეფასებაზე; განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროცესში მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების გამოყენებაზე.  აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურ მონაცემებს შეუძლიათ მოსამართლეთა ან პროკურორების საქმიანობაზე ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდონ, მხოლოს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება არ არის საკმარისი.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იტალიური და ქართული გამოცდილება შეადარეს ერთმანეთს.

დისკუსიის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=5mByrnbH1gM&list=PLPM7bw_Z4aflRtspGIzSnU8HIk-Fuk-ZS&index=11

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები