Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

2024 წლის დეკემბერში, ექსპერტების, იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

20 დეკემბერს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართეს დისკუსია თუ როგორ რეაგირებენ სასამართლოები დემოკრატიული ინსტიტუტების პოლიტიკურ მიტაცებაზე საქართველოში. სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელმა ექსპერტებმა უნგრეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან დამსწრეებს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. დისკუსიის ძირითადი თემები მოიცავდა სასამართლოს წინააღმდეგობას პოლიტიკური გავლენის მიმართ, ცალკეული მოსამართლეების წინაშე მდგარ გამოწვევებს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და სამართლის სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ, ისაუბრა სასამართლოების მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეების, მათ შორის საარჩევნო დავებთან და პრო-ევროპულ აქციებთან დაკავშირებული საქმეების განხილვაზე. უნგრელმა სამართლის პროფესორმა, ზოლტან ფლეკმა და პოლონელმა იურისტმა, მარჩინ ვოლნიმ ხაზი გაუსვეს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ადვოკატირების მნიშვნელობას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. რუმინელმა მოსამართლემ, დოქტორმა დრაგოს ქალინმა, განიხილა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა.  

26 დეკემბერს გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ კეთილსინდისიერების შემოწმების ალბანეთის გამოცდილებიდან.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰელენა პაპა, საერთაშორისო ექსპერტი და ალბანეთის იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი; მანიოლა ხახო, ტირანას რაიონული სასამართლოს მოსამართლე; და ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი კონსტიტუციურ სამართალში. ჰელენა პაპამ ალბანეთის სასამართლო რეფორმა, კერძოდ, კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი მიმოიხილა. მისი განმარტებით, ეს პროცედურა სამ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს: აქტივების შემოწმება შეუსაბამობების ან კორუფციის გამოსავლენად, კანდიდატის გამოცდილების შემოწმება კეთილსინდისიერებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირების გამოსაძიებლად და ცოდნის შეფასება, მოსამართლეებისა და პროკურორების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მანჯოლა ჯაჯომ და ჰელენა პაპამ ასევე, ვეტინგის შედეგები, ამ პროცესის  დადებითი მხარეები და მისი გამოწვევები გააანალიზეს. ვახტანგ ხმალაძემ  საქართველოში კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ განხორციელებაზე და ამ პროცესში ქვეყნის სპეციფიკურ გამოწვევების გათვალისწინებაზე ისაუბრა.

დისკუსიებმა, რომელსაც 31 მონაწილე ესწრებოდა, მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ ევროპაში სასამართლო რეფორმების განხორციელებს პროცესს და საქართველოსთვის ამ რეფორმების შესაბამისობა განესაზღვრათ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად
img
23 დეკ 2024

გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის: პარალეგალების ინიციატივა ახალციხეში დაიწყო

ღონისძიების ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში ჩატარება - აღნიშნავდა პროგრამის ,გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის – პარალეგალების ინიციატივის რეგიონში დაწყებას .

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები