Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 ნოე 2023

საჯარო ლექცია - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და სასამართლოსთან საზოგადოების ჩართულობა - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალისთვის

2023 წლის 21 ნოემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა (PCJ) და სასამართლოსთან საზოგადოების ჩართულობის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის 35 სტუდენტი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი.

ღონისძიება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ამირან მესხიშვილმა გახსნა. ლექცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველმა საზოგადოებრივი ჩართულობის საკითხებში დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა წაიკითხა. მან გაიზიარა სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გლობალური პრაქტიკა და მონაწილეებს გააცნო PCJ-ის პრინციპები. მან განიხილა სასამართლოსთან ჩართულობის ინიციატივების წარმატებული მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.

დოქტორი ბუნიევაცი ჩაუღრმავდა PCJ-ის კონცეფციას, განიხილა შესაბამისი თეორიები და დიზაინის მიდგომები, ასევე, სასამართლოს სხვადასხვა თემთან ჩართულობის  გაღრმავების სტრატეგიები.

მან გამოიკვლია განსხვავება ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის და მიმოიხილა სასამართლოებში საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გაფართოების პოტენციური გზები სასამართლოს საზღვრებს მიღმა, საზოგადოებრივი გამოკითხვის მაგალითები, სასამართლო-საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოების როლები და ფუნქციები, ასევე, სხვადასხვა გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის მხარდასაჭერად.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები