Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 აპრ 2023

საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს  საჯარო ლექციების სერიას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

2023 წლის 10 აპრილს სამართლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს თეიმურაზ ტუღუშს, რომელმაც ისაუბრა თემაზე - კონსტიტუციური კონტროლის სისტემა საქართველოში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები.

თეიმურაზ ტუღუშმა თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ მახასიათებლებზე და სასამართლოს როლზე მოქალაქეების  ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის  პროცესში. მან ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს  რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ თანასწორობის უფლების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მკაცრი კონსტიტუციური მოთხოვნები დაადგინა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს  სამართლის სხვადასხვა დარგებში.

შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. ღონისძიება სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის ჰაბის ფარგლებში მოეწყო, რათა ხელი შეუწყოს  მართლმსაჯულების ინსტიტუტების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები