Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 აპრ 2023

საჯარო ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობაზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

იმერეთის რეგიონში აკადემიური პერსონალის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერება გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქუთაისში სამართლის უზენაესობის ჰაბის შექმნის შემდეგ.

2023 წლის 10 აპრილს, პროგრამამ ჩაატარა ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე (PCJ) და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობაზე, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცამდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი.

სესიას უძღვებოდა დოქტორი ტიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველი, რომელმაც წარმოადგინა სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა მთელი მსოფლიოდან და გააცნო PCJ-ის ცნებები და თეორია.

მონაწილეები გაეცნენ სასამართლოს თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს, რომლებიც შექმნილია სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.

ლექციის დროს, დოქტორმა ბუნიევაცმა განმარტა PCJ-ის კონცეფცია, მათ შორის შესაბამისი თეორია და დიზაინის მიდგომები და განიხილა სასამართლოების ჩართულობის გაზრდის სტრატეგიები სხვადასხვა სასამართლოებსა და საზოგადოებებს შორის.

სესია მოიცავდა ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის არსებული განსხვავებების შესწავლას, სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთ ქვაკუთხედს, სასამართლოს მიღმა სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის გაფართოების შესაძლო სფეროებს, სასამართლო-საზოგადოების გამოკითხვის მაგალითებს,  სასამართლო-საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოების როლს და ფუნქციებს და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობას.

მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს, მომავალშიც დაესწრონ პროგრამის მიერ ორგანიზებულ მსგავს საჯარო ლექციებს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები