Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 - 13 ნოე, 2023

სტუდენტ-პარალეგალევმა გაიარეს ტრენინგი შშმ პირთა უფლებებში

2023 წლის 11 და 12 ნოემბერს, აჭარის და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტ-პარალეგატებმა გაიარეს ტრენინგი შშმ პირთა უფლებების შესახებ. ეს იყო იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ინიციატივის ნაწილი: გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი – პარალეგალი.

ადამიანის უფლებათა ექსპერტის, ნინო ელბაქიძის მიერ, სესიებზე განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის განმარტება და განსაზღვრა, ამ უფლების მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და მისი დაცვის მექანიზმების. დისკუსიები მოიცავდა ხელმისაწვდომობას, დამოუკიდებელ ცხოვრებას, განათლებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და შრომით უფლებებს სავარჯიშოების განხილვის მეშვეობით.

ქალბატონმა ელბაქიძემ სტუდენტებს გააცნო 2015 წელს საქართველოში განხორციელებული ქმედუნარიანობის რეფორმა. ამ რეფორმამ ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერის მოდელი, განსხვავებით მანამდე არსებული „მეურვეობის“ ინსტიტუტიდან, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო მხარდამჭერს აძლევს უფლებას განახორციელოს ყველა კანონიერი უფლება მხარდასაჭერი პირის ინტერესების დასაცავად. ეს მოდელი შშმ პირებს აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ დასახმარებლად მხარდამჭერებს. აღნიშნული საბოლოოდ ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების ავტონომიას.

ქალბატონმა ელბაქიძემ მონაწილეებს გააცნო დისკრიმინაციის შემთხვევების ანალიზი და შესთავაზა სავარჯიშოები, რომლებიც მიზნად ისახავდა პარალეგალებს უკეთ გაერკვიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებული გამოწვევები, როგორც მათი უფლებების დასაცავად, ასევე ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველსაყოფად. ჯგუფურმა სავარჯიშოებმა საშუალება მისცა პარალეგალებს შეესწავლათ რეალური ცხოვრებისეული შემთხვევები. შედეგად პარალეგალებმა მოამზადეს პრეზენტაციები და წარმოადგინეს ხედვა თუ როგორ ესმით მათ ექსპერტის მიერ გაზიარებული ინფორმაცია.

დეკემბრის დასაწყისში სტუდენტი-პარალეგალები გაივლიან ტრენინგს ადამიანის უფლებების  და ტრეფიკინგის თემაზე, რომელსაც გაუძღვება ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გიორგი ბურჯანაძე და ტრეფიკინგის ექსპერტი მარი მესხი. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა კვირეულში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საზოგადოებასთან შეხვედრებში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები