Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 ოქტ - 02 ნოე, 2023

მესტიაში სტუდენტი-პარალეგაების ვიზიტი

2023 წლის 31 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის ჩათვლით იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ადგილობრივი ვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა პარალეგალების ინიციატივა ,,ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი”.

31 ოქტომბერს, ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის სტუდენტმა-პარალეგალმა 20-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებთან განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მემკვიდრეობის უფლებებთან, შრომის კანონმდებლობასთანა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან. მათ მესტიის მკვიდრებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვალდებულებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს სტუდენტმა-პარალეგალებმა მესტიის მცხოვრებლების შეკითხვებს უპასუხეს. თემის წევრებმა განაცხადეს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აღნიშნეს, რომ პრობლემას წარმოადგენს რეგიონში მაგისტრატი მოსამართლის არარსებობა.

 ამავე დღეს, მესტიის მაგისტრატ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი (მას მესტიის  სკოლის 25 მოსწავლე და მასწავლებელი ესწრებოდა), რომელიც ეხებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ოპონენტი მხარეების როლი სტუდენტმა-პარალეგალებმა შეასრულეს, ხოლო მესტიის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნაფიც მსაჯულთა როლი მოირგეს, მოსამართლის იმიტირებულ პოზიციას იკავებდაა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის - დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე.

სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამართლის უზენაესობის რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ, მიმართვისას ხაზი გაესვა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობებს. ასევე ყურადღება გამახვილდა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რომელიც გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემას. იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და საბოლოოდ მწვავე დებატების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება.

1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 28 სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი გაეცნო LAS-ის სერვისებს და ბავშვთა უფლებების დაცვაში მათ მისიას. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ანონიმურად მიიღონ იურიდიული კონსულტაცია.

პარალეგალი სტუდენტები ჩაერთვნენ ბავშვებთან გამართულ დისკუსიაში, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ბულინგი, ინკლუზიური განათლება და ბავშვთა უფლებები - ბავშვთა უფლებების კოდექსისა და კონვენციის მიხედვით. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე ბროშურები დაურიგდათ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები