Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა (LAS) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

ტრენინგი ჩაატარა ადამიანის უფლებათა ექსპერტმა ნინო ელბაქიძემ, რომელმაც განიხილა ძირითადი თემები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის განსაზღვრა, ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები და ამ უფლებების დაცვის მექანიზმები. დისკუსიები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელად ცხოვრება, განათლება, მართლმსაჯულებაზე წვდომა და შრომითი უფლებები, რაც წარმოდგენილი იყო სიმულაციური საქმეების მაგალითებზე.

ქალბატონმა ელბაქიძემ მონაწილეებს ასევე გააცნო 2015 წელს საქართველოში განხორციელებული შრომისუუნარობის სამართლებრივი რეფორმა, რომელიც შშმ პირებს საშუალებას აძლევს მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მიღებით, რაც ხელს უწყობს მათი ავტონომიურობისა და თვითგამორკვევის განვითარებას. მან ხაზი გაუსვა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ქალბატონმა ნინომ ჯგუფს ადგილობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების ანალზს უხელმძღვანელა, რამაც ცხადჰყო ის გამოწვევები, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან თავიანთი უფლებების დაცვისა და სრულფასოვანი ცხოვრების მიღწევის პროცესში. ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით, სტუდენტებმა განიხილეს რეალური ცხოვრების სცენარები, რამაც გამოიწვია საინტერესო საუბრები და ჯგუფური პრეზენტაციები, რომლებშიც აისახა ექსპერტის მიერ გაზიარებული კონცეფციები.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად
img
23 დეკ 2024

გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის: პარალეგალების ინიციატივა ახალციხეში დაიწყო

ღონისძიების ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში ჩატარება - აღნიშნავდა პროგრამის ,გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის – პარალეგალების ინიციატივის რეგიონში დაწყებას .

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები