Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 - 27 ნოე, 2023

ტრენინგ-კურსი კაზუსის შედგენისა და ამოხსნის მეთოდიკაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2 დღიანი ტრენინგ-კურსი გამართა თემაზე „კაზუსის შედგენისა და ამოხსნის მეთოდიკა“. ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების 20 ლექტორ-მასწავლებელი დაეუფლა ცოდნას სასწავლო კურსის კაზუსებით სწავლების მეთოდოლოგიას და დანერგვას პრაქტიკაში.

ტრენინგის მონაწილეებმა, გიორგი რუსიაშვილსგან, რომელიც გახლავთ  ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი და შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალის მთავარი რედაქტორი,  აქტიური და ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით  მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კაზუსის ამოხსნის მაგალითი სამოქალაქო სამართალში, ალტერნატიული ფაბულის და კაზუსის ფაბულის შედგენის ტექნიკები, წინასწარმოცემული სამართლებრივი პრობლემატიკის საფუძველზე ფაბულის დამუშავება, კაზუსის ამოხსნისას მოთხოვნათა შემოწმების თანმიმდევრობა, სამართლებრივი პრობლემების კომბინირება ერთიან ფაბულაში, სასამართლო გადაწყვეტილებიდან ფაბულის შედგენა.

“ეს ტრენინგ-კურსი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი აქამდე გამივლია. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები თავიანთი ინტერპრეტაციით ახდენენ კაზუსის ამოხსნას, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ამიტომ მნიშვნელოვანია შემდგომში სტუდენტებს გავუღრმაოთ  პრაქტიკული უნარები და მივაწოდოთ შესაბამისი ცოდნა, მათთვის გასაგებ ენაზე. მსგავსი ტიპის  ტრენინგებში მონაწილეობა, პროფესორ-მასწავლებლებს გვაძლევს საშუალებას სიღრმისეულად განვხილოთ კაზუსების შედგენა, ვეზიაროთ მრავალფეროვან მიდგომებს, პრობლემური ქეისები გამოვიტანოთ  პრაქტიკულ ჭრილში და  სტუდენტებთან  ერთად  გუნდურად განვიხილოთ. ტრენინგ-კურსის შედეგად მიღებულ ცოდნას, აქტიურად დავნერგავ სალექციო-პრაქტიკულ ნაწილში“ - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, საჯარო მმართველობის აკადემიურ დოქტორს, ხათუნა მურადიშვილს, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავს ერთ-ერთი პროგრამული სასწავლო კურსის სამეწარმეო სამართლის სასემინარო ნაწილი. როგორც ხათუნა ამბობს  ხშირად უწევს კაზუსის შედგენა, ამდენად აღნიშნული ტრენინგ-კურსი მისთვის პროდუქტიული იყო. „ტრენერიკაზუსში მოცემულფაბულას სიღრმისეულად განხილვდა, ქართული სამოქალაქო კოდექსისა და გერმანული სამოქალაქო კოდექსის შედარებით ანალიზის გაკეთების საფუძველზე, რაც როგორც კურსის წამყვანს საშუალებას მომცემს სტუდენტისათვის კაზუსის ამოხსნა გახდეს უფრო საინტერესო და   გამოავლინოს ცოდნის მაქსიმალური დონე.   სასამარლო გადაწყვეტილებიდან ფაბულის შედგენის განხილვამ  შესაძლებლობა მოგვცა დაგვენახა გერმანიაში არსებული სამოქალაქო დავის ირგვლივ სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავებულობა“ - ამბობს ის.

ტრენინგის მეორე ეტაპი 2023 წლის დეკემბერში იგეგმება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები