Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 ნოე 2023

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე. შეხვედრას 40-მდე სტუდენტი, ლექტორი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მარიამ ღავთაძემ, TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების პროგრამის დირექტორმა და მისმა კოლეგებმა დისკუსიისას ისაუბრეს საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში თანასწორობის, მათ შორის, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის საკითხებზე - როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე, ისე საქართველოს კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკაზე.

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ TDI-ის ორი კვლევის ძირითად მიგნებებს. პირველი კვლევა რელიგიურ/კულტურულ დღესასწაულებზე უქმე დღეებით სარგებლობის გარანტიებს, მეორე კი საჯარო სივრცეში, მათ შორის, სამუშაო ადგილზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარებას ეხება.

შეხვედრისას სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები, იმაზე თუ როგორ უნდა იყოს გარანტირებული რელიგიის თავისუფლება პრაქტიკაში და უზრუნველყოფილი სხვადასხვა რელიგიური და კულტურული საჭიროებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამუშაო ადგილზე.

TDI-მ მსგავსი ფორმატის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩაატარა და მომავალშიც გეგმავს დისკუსიების გამართვას რეგიონებისა და თბილისის სხვა უნივერსიტეტებში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები