თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ლიტერატურით გადმოცემულ ადამიანის თავისუფლების საკითხებს, ამბებს ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლის და მუდმივი სურვილის შესახებ, ეცხოვრათ დამოუკიდებელ ქვეყანაში.
მწერალ დათო ტურაშვილის პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წელს თავისუფალ თეატრში გაიმართა. ტურაშვილის ცნობილ ნაწარმოებთა შორისაა „ნაცნობი და უცნობი ამერიკა“ (1993), სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998), და კინოსცენარები. დღეისთვის მას 12 წიგნი აქვს გამოცემული.
ქუთაისში ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის თავმჯდომარე, დარეჯან სალდაძე იქნება.
15 სექტემბერი: ქუთაისი, 17:00 საათი, ლილესთან [მის.: თამარ მეფის ქ. 11]
17 სექტემბერი: ბათუმი, 18:00 საათი, სასტუმრო რუმსი ბათუმში [მის.: გოგებაშვილის ქ. #10]
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.