Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში / Human Rights Through the Lens.

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.  

საკონკურსო პირობები:

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ამჟამად სწავლობს იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში.
  2. ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი];
  3. ფოტოს შინაარსი უნდა  ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
  4. გადმოცემული ამბავი ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
  5. კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე ფოტო, თუმცა სხვადასხვა თემაზე;
  6. არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში და/ან მედიასაშუალებაში;
  7. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.

შეფასების კრიტერიუმები:

  1. კონკურსის თემასთან და მიზანთან შესაბამისობა;
  2. იდეის ორიგინალურობა;
  3. კომპოზიციურად სწორი კადრი, ფერების კომბინაცია და შეხამება. 

ნაშრომის შეფასება:

ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი - 1000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.

საუკეთესო ფოტოები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ვებ და სოციალურ [Facebook, Instagram and Twitter] გვერდებზე.

კონკურში მონაწილეობით, ფოტომასალის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:

  1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ფოტო თქვენი გადაღებულია;
  2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ფოტო, სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელ/საკომუნიკაციო მიზნებისთვის (ავტორის მითითებით).

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.

საკონკურსო ფოტოს [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი] შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: mmakharashvili@ewmi.org ასევე უნდა გაგვიზიაროთ ფოტოთი გადმოცემული ამბის აღწერა [მაქსიმუმ 150 სიტყვა], მიუთითოთ თქვენი ასაკი, რეგიონი და საკონტაქტო ნომერი. 

გამოგზავნის დროს, წერილის სათაურში (Subject-ველი) უნდა მიუთითოთ: ადამიანის უფლებები ობიექტივში.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამავე ელექტრონული მისამართის საშუალებით.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად
img
15 - 26 სექ, 2024

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

სრულად
img
05 - 16 ივლ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის აცხადებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა მიღებას.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები