Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების [IX, X, XI და XII] მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

კონკურსის მიზანი:

  1. ახალგაზრდების დაინტერესება და/ან მათი ცოდნის წარმოჩენა საქართველოში სამართლის უზენაესობის საკითხების შესახებ.
  2. ახალგაზრდების მიერ მოთხრობების მომზადება, რომლებიც მხატვრული სიუჟეტების საშუალებით განიხილავს სამართლის უზენაესობის საკითხებს და მკითხველს დააფიქრებს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, და  მისი როგორც ინდივიდის როლზე ამ პროცესში.   

კონკურსის პირობები:

  1. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, ქართულ ენაზე უნდა დაწეროს მხატვრული მოთხრობა.
  2. მოთხრობა და მასში მოცემული სიუჟეტი(ები) უნდა ეხებოდეს სამართლის უზენაესობას და მიმოიხილავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა/მაგალითად: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები, თანასწორობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, განათლების უფლება, და სხვა.
  3. მოთხრობაში სამართლის უზენაესობის საკითხი ისე უნდა იყოს გადმოცემული, რომ იკვეთებოდეს ქვეყნისთვის თემის აქტუალურობა და/ან მკითხველს მისცეს შესაძლებლობა გაიაზროს პრობლემის/საკითხის მნიშვნელობა.
  4. მოთხრობა შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის, და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
  5. ერთ კონკურსანტს შეუძლია რამდენიმე მოთხრობის მომზადება/გამოგზავნა, თუმცა სხვადასხვა საკითხებზე.
  6. ერთი მოთხრობის სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500-ს და მომზადებული უნდა იყოს MS Word-ის ფორმატის ფაილში (single space).

საკონკურსო მოთხრობები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. კონკურსის მიზანთან და თემასთან შესაბამისობა.
  2. ტექსტის სტილისტური ხარისხი.
  3. მოთხრობაში გადმოცემული ამბის შემოქმედებითობა და ორიგინალურობა.
  4. საკონკურსო თემასთან დაკავშირებული საკითხების საინტერესოდ წარმოჩენა. 

პრიზები:

  1. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ შემდეგი ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.
  2. კონკურსის ორგანიზატორი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, უზრუნველყოფს ავტორთან ერთად მოთხრობების გრაფიკულ დიზაინსა და მის გამოცემა/პრეზენტაციას.
  3. გამარჯვებული მოთხრობების ელექტრონული ვერსიები ასევე გამოქვეყნდება/ გავრცელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ვებ და სოციალურ გვერდებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა:

  1. 2024 წლის 8 ნოემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1v_WctGz5OTH_AgCqArd1j_xCUEmNiERGvYT0RX3t804/edit
  2. სურვილისამებრ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით შეუძლიათ გაიარონ მხატვრული წერის ერთდღიანი მასტერკლასი ცნობილ მწერალთან/კონტენტის შემქმნელთან.
  3. 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ საბოლოო საკონკურსო ნაშრომი, მოთხრობა (ავტორის სრული სახელის და გვარის, ისევე როგორც საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) შემდეგ მისამართზე: mmakharashvili@ewmi.org  
  4. გამოგზავნის დროს, წერილის სათაურში (Subject-ველი) უნდა მიუთითოთ მოთხრობების კონკურსი.“

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამავე ელექტრონული მისამართის საშუალებით.

კონკურში მონაწილეობით, მოთხრობის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ფლობთ საავტორო უფლებებს და გამოგზავნილი მოთხრობა თქვენი დაწერილია.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად
img
15 - 26 სექ, 2024

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები