Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 - 26 სექ, 2024

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (გარდა I და II სემესტრის სტუდენტებისა) საფეხურის სტუდენტებს.

სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სკოლა გაიმართება ქალაქგარეთ (კახეთში ან ბორჯომში) 2024 წლის 17-20 ოქტომბერს, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს პროგრამა.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ:

  1. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (300-დან 500 სიტყვამდე);
  2. სათანადო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

  1. მიღება და განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 26 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 30 სტუდენტი ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა გთხოვთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mgobronidze@ewmi.org

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები