ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი
9 თვე
დასრულებული
ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის (IDH) პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების შესახებ სამაგიდო თამაშების შექმნისა და ქუთაისში მოსწავლეებისათვის საპილოტე თამაშების ორგანიზების საშუალებით. პროექტის ფარგლებში IDH შეარჩევს ახალგაზრდებს ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, რომლებიც გაივლიან ტრენინგს ადამიანის უფლებების (იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით), გრაფიკული დიზაინისა და თამაშის დიზაინის შესახებ. ტრენინგზე მღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები სამ თემატურ სამაგიდო თამაშს შექმნიან.