USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
პროგრამა აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ექსპერტი / ფსიქიატრის შესარჩევად, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს დაეხმარება სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღები პირებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური ანგარიშის შემუშავებაში.
განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 23 აგვისტო, 2024 შუაღამე (ქართული დროით).