Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

მართლმსაჯულებაზე ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა

პროგრამა იმუშავებს მართლმსაჯულების ბარიერების მოხსნის მიმართულებით.

  • ვითანამშრომლებთ პარლამენტთან, სახალხო დამცველის აპარატთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
  • კონსულტაციას გავუწევთ გენდერული თანასწორობის საბჭოს, იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს.
  • ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობითორგანიზებას გავუწევთ ეროვნული მედია საშუალების მონაწილეობით წარმოებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ვაცნობებთ მათი უფლებებისა და ამ უფლებების განხორციელებაში სახალხო დამცველის როლის შესახებ.
  • ვიმუშავებთ იურიდიული დახმარების სამსახურთან გაწეული მომსახურების ხარისხის  უზრუნველყოფის სისტემის გასაძლიერებლად. მენტორობას გავუწევთ  სამსახურის იურისტებს, გავაძლიერებთ მათ სასწავლო ცენტრს და ხელს შევუწყობთ იურიდიული დახმარების სამსახურისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას მართლმსაჯულების მისაწვდომობის ბარიერების დასაძლევად.

პროგრამა მხარს დაუჭერს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. 

  • მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიულ სამართალწარმოებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციისგან დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების მხარდაჭერა (მაგ.: ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები და LGBTQ თემის წარმომადგენლები).
  • საგრანტო კონკურსებით მხარს დავუჭერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვიმუშავებთ მართლმსაჯულების მისაწვდომობის ბარიერების დასაძლევად და გავზრდით ქალების, უმცირესობებისა და სხვა დაუცველი პირების ცნობიერებას მათი უფლებების და  ამ უფლებებით უკეთ სარგებლობასთან დაკავშირებით.

 ამავე დროს, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა გააუმჯობესებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მედიაციისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა ფორმების გაძლიერების გზით.  

  • ხელს შევუწყობთ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს, გავაუმჯობესებთ სასამართლო მედიაციის არსებული პროგრამების ფუნქციონირებას და მხარს დავუჭერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებას.
  • ასევე ვიმუშავებთ საუნივერსიტეტო პროგრამებში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების კურსის შეტანის მიზნით. დავაარსებთ არბიტრაჟის, მოლაპარაკებებისა და მედიაციის ყოველწლიურ ეროვნულ კონკურსებს და შევქნით სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში ან სასამართლო მედიაციის ცენტრებში.
  • მხარს დავუჭერთ საინფორმაციო ინიციატივებს არბიტრაჟისა და მედიაციის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები