Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გააძლიერებს ინსტიტუციური ზედამხედველობის მექანიზმებს, რისთვისაც ჩვენ ხელს შეუწყობს:

  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების მხრიდან მოსამართლეობის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ) წევრობის კანდიდატების შეფასების მექანიზმების გაუმჯობესებას.
  • სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს მონიტორინგის  შიდა სტრატეგიისა და მექანიზმის შემუშავებაში.

პროგრამა ხელს შევუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან ურთიერთობაში, რათა გაუმჯობესდესსასამართლოს სერვისების ხარისხი და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მოპყრობა, ასევე გაღრმავდეს საზოგადოების ურთიერთობა სასამართლოსთან და საზოგადოებისთვის მეტად გასაგები გახდეს სამართალწარმოების პროცესი. 

  • მხარს დავუჭერთ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ადვოკატირების მიმართულებით.
  • გავაუმჯობესებთ საზოგადოების მიერ სასამართლო ინსტიტუტების მონიტორინგის შესაძლებლობებს, რისთვისაც მხარს დავუჭერთ    მართლმსაჯულების რეფორმის გავლენის ინოვაციურ კვლევებს, რომელთა მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეაფასებენ მართლმსაჯულების რეფორმების რეალური შედეგების შესაბამისობას წინასწარ გაცხადებულ მიზნებთან.
  • ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სასამართლოს მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.
  • გავმართავთ ჰაკათონს მართლმსაჯულების სექტორში არსებული პრობლემების კრეატიული გადაწყვეტის გზების შემუშავების მიზნით. მხარს დავუჭერთ მექანიზმებს, რომლებიც დაეხმარება მოქალაქეებს ზედამხედველობა გაუწიონ ადგილობრივი სასამართლოების და მართლმსაჯულების სფეროს სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მუშაობას და წაახალისებს სასამართლოებს აწარმოონ სასამართლოს მომხმარებელთა პერიოდული გამოკითხვა.
  • მხარს დავუჭერთ სასამართლო პროცესის მონიტორინგის სისტემურ ინიციატივებს, ისევე როგორც სასამართლო პროცესების ინოვაციურ მონიტორინგს, რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლო მხარეებს (რომლებიც ეჭვობენ, რომ მათ არ მოექცევიან სამართლიანად პოლიტიკური ან დისკრიმინაციული მიზეზების გამო), მოითხოვონ სადამკვირვებლო ჯგუფის მონიტორინგი მათი საქმის შესახებ.

არსებულ სასამართლოებში განვახორციელებთ საზოგადოებაზე ორიენტირებული  მართლმსაჯულების ხარისხის შეფასებას და მხარს დავუჭერთ შეფასების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართულ ინიციატივებს

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები