USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
პროგრამა აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ექსპერტის შესარჩევად, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს დაეხმარება ანტიდისკრიმინაციული და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი დოკუმენტის გადამუშავებაში.
განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ, ინგლისურ ენაზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 2024 შუაღამე (ქართული დროით).