Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

საგრანტო კონკურსი იურიდიული განათლების მიმართულებით

ორგანიზაციები

პერიოდი

30 ნოემბერი, 2023

სტატუსი

დასრულებული

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) $25 მილიონიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება აკადემიური დაწესებულებების და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერით, რათა საუნივერსიტეტო დონეზე გაძლიერდეს სწავლება და სასწავლო პროგრამები.

მიმოხილვა

საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერების ერთ-ერთი გზაა ქვეყნის იურიდიული საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა, რათა ხელი შევუწყოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამართლის სფეროს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რომლებიც უკეთესად იქნებიან აღჭურვილნი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად. უნივერსიტეტების უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული, სადაც სტუდენტებს და სამართლის პროფესორებს აქვთ კარიერული ზრდისთვის საჭირო სხვადასხვა პროფესიულ აქტივობებში ჩართვის საშუალება. იმავდროულად, უთანასწორობა შეინიშნება რეგიონალური უნივერსიტეტის სამართლის სკოლებში. რეგიონში ადამიანის უფლებების საკითხებში ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად სტუდენტებისა და ადგილობრივი სამართლის პროფესორებისთვის მხოლოდ მცირედი შესაძლებლობები არსებობს.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამ გასცემს გრანტებს საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. განაცხადის შემოტანისას, გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაცია მიზნად ისახავდეს ა) პრაქტიკული უნარ-ჩვევების (მაგ. სამართლებრივი წერა, საპროცესო უნარები და ა. შ.), და ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო კურსების (ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოსდაცვითი სამართალი და მართლმსაჯულება, ბავშვის უფლებები და სხვა) განვითარებას ან განახლებას ინოვაციური მიდგომების  და/ან თანამედროვე ტექნოლოგი(ებ)ის გამოყენებით; ბ) სწავლების მეთოდოლოგიების გაუმჯობესებას და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების, გამოცდილების გაზიარებისა და თანასწავლების შესაძლებლობების ხელშეწყობას თბილისის და რეგიონის უნივერსიტეტებს შორის და/ან სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებს შორის.  

აქტივობების ზემოთჩამოთვლილი სია საილუსტრაციოა.  სასურველია, აპლიკანტებმა განაცხადში წარმოადგინონ ინოვაციური აქტივობები,  რომელიც მათი აზრით ხელს შეუწყობს რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებას გამოცდილების გაზიარების და  პარტნიორობების ჩამოყალიბების გზით, აკადემიასა და მართლმსაჯულების სისტემის სხვადასხვა აქტორს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი. რეგიონის უნივერსიტეტებს შეუძლიათ განაცხადის დამოუკიდებლად შემოტანა, ხოლო თბილისში არსებული უნივერსიტეტებისთვის სავალდებულოა მინიმუმ ერთი რეგიონული უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობა ზემოაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ განაცხადებს, რომლებსაც არ აქვთ მიმდინარე დაფინანსება სამართლის უზენაესობის პროგრამიდან. პროგრამის მხარდაჭერილი საგრანტო აქტივობების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

საგრანტო დაფინანსება

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განიხილავს არაუმეტეს $35000-მდე საგრანტო მოთხოვნას 12-დან 15 თვემდე ხანგრძლივობის პროექტისთვის. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ვერ დაუჭერს მხარს ისეთ აქტივობებს, რომელიც ითვალისწინებს:

1. კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან ლობირებას;

2. რელიგიურ საქმიანობას;

3. კაპიტალური მშენებლობის პროექტებს;

4. სახელმძღვანელოების ან ნებისმიერი იურიდიული მასალის თარგმნას;

5. ონლაინ პლატფორმების წევრობის გადასახადს;

6.თეორიულ კვლევას;

7. ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს.

შესარჩევი კრიტერიუმები

პროექტების შესაფასებლად გამოყენებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

1. შესაბამისობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან (20%)

2. პროექტის შინაარსი და გავლენის რელევანტურობა (20%)

3. პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა, ინოვაციური მიდგომების გამოყენება (20%)

4. ხარჯების ეფექტურობა (10%)

5. პროექტის მდგრადობა (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მდგრადობა შეიძლება ეხებოდეს აქტივობებს, სტრუქტურებს, ცოდნას და შედეგებს, რომლებიც მიიღება პროექტის განხორციელების შედეგად) (20%) და

6. პროექტის განხორციელების შესაძლებლობა (10%)

შერჩევის პროცესი

დაინტერესებულმა უნივერსიტეტებმა უნდა წარმოადგინონ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის შევსებული შემდეგი ფორმები: ა) გრანტის კონცეფციის ფორმა, და ბ) ბიუჯეტის ფორმა, სადაც აღწერილი და ჩამოთვლილი იქნება გრანტის მიერ დასაფარი ხარჯები და აპლიკანტის მიერ გაღებული წილი. ყველა დოკუმენტი შევსებული უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენებზე. სამართლის უზენაესობის პროგრამამ, შესაძლოა, აპლიკანტებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროგრამა დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს განაცხადის სრული ფორმის წარმოსადგენად.

სამართლის უზენაესობის პროგრამა იტოვებს უფლებას დააფინანსოს ნებისმიერი ან არც ერთი წარმოდგენილი განაცხადი.

კონკურსის ვადები

გამოცხადების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2023

წერილობითი კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი, 2023

წარდგენილ კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება: 10 ნოემბერი, 2023

(პასუხები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2023.

განცხადება და წერილობითი კითხვები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: RFA: Legal Education

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები