Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

საგრანტო კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამართლის ინოვაციური ლაბორატორიის დასაარსებლად

ორგანიზაციები

პერიოდი

29 თებერვალი, 2024

სტატუსი

დასრულებული

შესავალი

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება აკადემიურ დაწესებულებებში სწავლებისა და სასწავლო პროგრამების გაძლიერების გზით.  ასევე, სხვა ჯგუფების, მათ შორის აკადემიის მხარდაჭერა მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად იურიდიული მომსახურების ხარისხის ამაღლების,  უმცირესობათა სათანადო მოპყრობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად.

მიმოხილვა

21-ე საუკუნე არის ტექნოლოგების ერა, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და სხვა ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფი განვითარებით ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების სექტორში. ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ახალი გზები გაუხსნა იურიდიულ განათლებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ისეთი საშუალებების დანერგვით, რომლებიც აუმჯობესებს განათლების მიღების გამოცდილებას, ხელს უწყობს კეთებით სწავლებას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართლის ინოვაციური ლაბორატორიის დასაარსებლად. განმცხადებლებმა უნდა უზრუნველყონ სტუდენტების ჩართულობა და იმუშაონ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) საშუალებით მართლმსაჯულების პოლიტიკისა და მართვის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის კრეატიული გზების შემუშავებაზე შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით: ჰაკათონები, პროტოტიპების დიზაინი/გატესტვა, მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება, UX/UI[1] მეთოდების გამოყენებით, რათა IT ინსტრუმენტების მოხმარება საზოგადოებისთვის იყოს უფრო მარტივი; მართლმსაჯულების სექტორში არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

ლაბორატორიის მიზანი უნდა იყოს ინოვაციური IT მიდგომების შემუშავება, რაც გააუმჯობესებს საზოგადოების ხელმისაწვდომობას იურიდიულ დახმარებასა და მართლმსაჯულების სისტემაზე, უკეთესი ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის, სერვისებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით და ამავდროულად უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობასა და სასწავლო პროგრამაში ინოვაციური, მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავებას.

აქტივობების ზემოთ ჩამოთვლილი სია საილუსტრაციოა.[2] სასურველია აპლიკანტებმა შემოგვთავაზონ ინოვაციური აქტივობები, რომლებიც, მათი აზრით, აღჭურვავს სტუდენტებს საჭირო ცოდნითა და უნარებით, გადაჭრის მართლმსაჯულების პრობლემებს და გააუმჯობესებს საზოგადოების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, მაგ. უწყებათაშორისი თანამშრომლობა და სტრატეგიული ინიციატივები რესურსების შესაქმნელად იურიდიული დახმარების გავლენის გასაძლიერებლად, ისევე როგორც კერძო კომპანიებთან პარტნიორობა, რათა ისინი ჩაერთონ მართლმსაჯულების ინოვაციურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, ასევე ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. განმცხადებელს უნდა ჰყავდეს პროექტის ინტერდისციპლინური გუნდი, მათ შორის IT/ტექნოლოგიის მიმართულების სპეციალისტები. განმცხადებელს შეუძლია ითანამშრომლოს ნებისმიერ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო საჯარო/კერძო სუბიექტთან სამართლებრივი დიზაინის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

საგრანტო დაფინანსება

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განიხილავს $60000-მდე საგრანტო მოთხოვნას არაუმეტეს 18 თვემდე ხანგრძლივობის პროექტისთვის.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ვერ დაუჭერს მხარს ისეთ აქტივობებს, რომელიც ითვალისწინებს:

1. კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან ლობირებას;

2. რელიგიურ საქმიანობას;

3. კაპიტალური მშენებლობის პროექტებს;

4. სახელმძღვანელოების ან ნებისმიერი იურიდიული მასალის თარგმნას;

5.თეორიულ კვლევას;

6. ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს.

შესარჩევი კრიტერიუმები

პროექტების შესაფასებლად გამოყენებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

1. შესაბამისობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან (15%)

2. პროექტის გავლენის მასშტაბი და რელევანტურობა (20%)

3. პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა, ინოვაციური მიდგომების გამოყენება (30%)

4. პროექტის ხარჯების ეფექტურობა (10%)

5. პროექტის მდგრადობა (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მდგრადობა შეიძლება ეხებოდეს აქტივობებს, სტრუქტურებს, ცოდნას და შედეგებს, რომლებიც მიიღება პროექტის განხორციელების შედეგად) (10%) და

6. პროექტის განხორციელების შესაძლებლობა (15%)

შერჩევის პროცესი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გადმოწერონ, შეავსონ და წარმოადგინონ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის შემდეგი ფორმები: ა) გრანტის კონცეფციის ფორმა, და ბ) ბიუჯეტის ფორმა, სადაც აღწერილი და ჩამოთვლილი იქნება გრანტის მიერ დასაფარი ხარჯები და აპლიკანტის მიერ გაღებული წილი, ისევე როგორც ურთიერთთანამშრომლობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც აღწერილი იქნება ურთიერთთანამშრომლობის შინაარსი და სხვა საჭირო დეტალები.

ყველა დოკუმენტი შევსებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. სამართლის უზენაესობის პროგრამამ, შესაძლოა, აპლიკანტებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროგრამა დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს განაცხადის სრული ფორმის წარმოსადგენად.

სამართლის უზენაესობის პროგრამა იტოვებს უფლებას დააფინანსოს ნებისმიერი ან არც ერთი წარმოდგენილი განაცხადი.

კონკურსის ვადები

გამოცხადების თარიღი: 10 იანვარი, 2024

წერილობითი კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2024

წარდგენილ კითხვებზე პასუხი გამოქვეყნდება: 22 იანვარი, 2024 (USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქ გვერდზე)

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 29 თებერვალი, 2024

განცხადება და წერილობითი კითხვები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org 

სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: RFA: Justice Innovation Lab

 


[1] UX – user experience; UI – user interface

[2] გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმულები https://www.hackathon.com/; https://www.hiil.org/programmes/the-

justice-accelerator/; https://law.stanford.edu/organizations/pages/legal-design-lab/;

https://www.brooklaw.edu/academics/clinics%20and%20externships/in-house%20clinics/blip

https://legalhackers.org/;  https://www.reinventlawchannel.com/

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები