13 ივნისი, 2024
დასრულებული
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი ინიციატივა. პროგრამას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. EWMI ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანია საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტების მხარდასაჭერად, რომელთა მიზანია მართლმსაჯულების მისაწვდომობის, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის და საზოგადოებაზე/ადამიანზე ორიენტირებული მიდგომების ხელშემწყობი ინიციატივების საშუალებით, საქართველოში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესება.
პრობლემის განსაზღვრა
მართლმსაჯულების საკითხები არსებითია გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრული ჩვიდმეტივე მიზნის (SDGs) მისაღწევად. ძლიერი მართლმსაჯულების გარეშე, სიღარიბის აღმოფხვრის, უთანასწორობის შემცირების, მოწყვლადი ჯგუფებისათვის პრიორიტეტის მინიჭების, მდგრადი კეთილდღეობის ხელშეწყობის, მშვიდობისა და ინკლუზიურობის განვითარების მცდელობები წარუმატებელი იქნება. SDG 16.3 მიზანი გულისხმობს 2030 წლისთვის საზოგადოების მართლმსაჯულებაზე უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფას და მხარს უჭერს ისეთ სისტემაზე გადასვლას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობას ყველასთვის, და არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდებისთვის. ეს საჭიროებს ახალ მიდგომას, რომელიც ინდივიდებ სმართლმსაჯულების სისტემის ბირთვში აყენებს და მართლმსაჯულების საკითხებს მდგრადი განვითარების მიზნებში აერთიანებს.
USAID-ის სამართლის უზენაესობის 2023 წლის პოლიტიკის დოკუმენტით ჩამოყალიბდა ახალი პარადიგმა პარტნიორ ქვეყნებში სამართლის უზენაესობის გასაძლიერებლად: საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულება. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ვფიქრობთ და ვმუშაობთ, როგორ შეიცვალა ჩვენი პერსპექტივა ინსტიტუციურიდან ინდივიდუალურ მიდგომებზე გადასვლით. საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება პირს, რომელსაც სამართლებრივი პრობლემა აქვს იმ პოლიტიკის, პროცესებისა და პრაქტიკის ცენტრში აყენებს, რომლებიც ქმნიან და აყალიბებენ მართლმსაჯულების სისტემებსა და სერვისებს, განურჩევლად იმისა, ეს საკითხი სამოქალაქო, სისხლის თუ ადმინისტრაციულ სამართალს მიეკუთვნება.
საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება (PCJ) ფოკუსირებულია გაიგოს რა სამართლებრივი საჭიროებები აქვთ ადამიანებს და შესაბამისად შეცვალოს მართლმსაჯულების ინსტიტუტები [1] და სერვისები ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. OECD-ის ჩარჩო და კარგი პრაქტიკის პრინციპები ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის წარმოადგენს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს, რომელიც ადამიანებს მართლმსაჯულების სისტემის ცენტრში აყენებს. ჩარჩო დოკუმენტი მხარს უჭერს ინკლუზიურობას, ხაზს უსვამს სხვადასხვა მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილების მნიშვნელობას. ის ხელს უწყობს ინდივიდებზე მორგებულ მიდგომებს ამ ჯგუფების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევების დასაძლევად. World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებს ზომავს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი, დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი, მთელ მსოფლიოში აწყდება გადაუჭრელ მართლმსაჯულების საჭიროებებს, რაც მოიცავს ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად სამართლებრივ რესურსებზე წვდომის არარსებობას და ასევე, მათ, ვინც მძიმე უსამართლობას აწყდებიან, თუმცა მოკლებულნი არიან მისი გადაჭრის სამართლებრივ შესაძლებლობებს. მართლმსაჯულების ყველასთვის მისაწვდომობის მისაღწევად, საზოგადოებებმა უნდა მოაგვარონ ინდივიდების სამართლებრივი საკითხები, პროაქტიულად აღკვეთონ უსამართლობა და ხელი შეუწყონ ამ სფეროებში მათ სრულ მონაწილეობას.
გლობალური ტენდენციების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებსაც ექმნებათ ბარიერები მართლმსაჯულებაზე წვდომისას, რაც გულისხმობს ადამიანების უნარს გადაჭრან სამართლებრივი პრობლემები და ისარგებლონ თავისი უფლებებით ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად. World Justice Project-ის ანგარიშის გლობალური შეფასებები მართლმსაჯულების მისაწვდომობის შესახებ მიხედვით, 2016-2018 წლებში საქართველოს მოსახლეობის 33%-ს ჰქონდა სამართლებრივი პრობლემა, მაგრამ მათგან მხოლოდ 5%-მა მიმართა უფლებამოსილ თანამდებობის პირს ან მესამე მხარეს პრობლემის გადასაჭრელად. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2021 წლის კვლევა ამ პრობლემებს შემდეგნაირად აჯგუფებს: ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები; სამართლებრივი ცნობიერების დონესთან დაკავშირებული ბარიერები; ფიზიკური, ინფრასტრუქტურული და გეოგრაფიული ბარიერები; ფინანსური ბარიერები; და სოციალური და კულტურული ბარიერები. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ეს პრობლემები საქართველოს რეგიონებში განსხვავებულია, გეოგრაფიის, ეკონომიკური განვითარების დონის ან ეთნიკური უმცირესობებით რეგიონის დასახლებულობის მიხედვით. სასამართლოს გუშაგის 2023 წლის კვლევა აფასებს საქართველოს სასამართლოების ეფექტიანობას და გამოყოფს შემდეგს: სასამართლოების ვებგვერდების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს; სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობასა და მომსახურების ხარისხს; საქმეთა მართვის ეფექტიანობას; სასამართლოს ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებას; და სასამართლოების საერთო გამჭვირვალობას.
PCJ-ის ინიციატივები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადგან მიზნად ისახავს ადგილობრივ სასამართლოებთან და მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტებთან საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, ამავდროულად მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას კონსულტაციებისა და ინოვაციური პროცესების მეშვეობით.
PCJ-ის ინიციატივები ახალი არ არის საქართველოში; თუმცა, სასამართლოებს/ მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტებსა და ადგილობრივ თემებს შორის ჩართულობის არსებული დონე შეზღუდულია, რის შედეგადაც არ არის გაცნობიერებული მათი როლი ინდივიდთა სამართლებრივი საჭიროებების გადაჭრაში. მართლმსაჯულების სისტემასა და ადგილობრივ თემებს შორის უფრო დიდი ჩართულობა გადამწყვეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა პერსპექტივები შემოვიტანოთ ადამიანთა სამართლებრივი საჭიროებების პრაქტიკული და ინოვაციური საშუალებებით გადაწყვეტაში. სასამართლო/მართლმსაჯულების სისტემაში გაზრდილი ჩართულობა ასევე ხელს უწყობს ინსტიტუციურ ინოვაციებსა და განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს სასამართლოებს/ მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტებს დააკმაყოფილონ საზოგადოების სამართლებრივი საჭიროებები.
ეს კონკურსი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს რეგიონებში მოქმედ [2] ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არარეგისტრირებულ ჯგუფებს და უნივერსიტეტებს მიიღონ დაფინანსება PCJ-ის ინოვაციური პროექტებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს და მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტების მიერ მომხმარებლებისა და ადგილობრივი თემისათვის გაწეული სერვისებისა და მოპყრობის გაუმჯობესებას.
საგრანტო პროგრამის მიზნები და ამოცანები
ამ კონკურსის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების მისაწვდომობის გაზრდა ადვოკატირების ადგილობრივი ინიციატივებისა და ადგილობრივი თემების მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან გაზრდილი თანამშრომლობის მხარდაჭერით, რათა გაძლიერდეს ამ ინსტიტუტების გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა მოქალაქეთა საჭიროებების მიმართ.
მხარდაჭერილი PCJ-ის ინიციატივები უნდა იყოს მიმართული:
დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ტიპის აქტივობებს:
ზემოთ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვისაა და არ ზღუდავს სხვა ტიპის ინიციატივების წარმოდგენას, რომლებიც კონკურსის მიზნებს შეესაბამება.
პროექტები შეფასდება შემდეგი ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით:
შერჩევის პროცესი
შერჩევის ობიექტური პროცესის უზრუნველსაყოფად, საპროექტო წინადადებები განიხილება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, USAID-ის თანხმობით. განაცხადის განხილვის პროცესში პროგრამამ შესაძლებელია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია. განმცხადებლებს მოეთხოვებათ აღნიშნული ინფორმაცის მოწოდება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა კონკურსის ფარგლებში რამდენიმე გრანტის გაცემას გეგმავს. პროგრამა იტოვებს უფლებას დააფინანსოს ნებისმიერი ან არც ერთი განაცხადი. განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება მხოლოდ წარმდგენ ორგანიზაციებს/არარეგისტრირებულ ჯგუფებს და არც EWMI და არც USAID არ უნაზღაურებენ ორგანიზაციებს/არარეგისტრირებულ ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადებისას გაწეულ ხარჯებს. საბოლოო დაფინანსების მიღებამდე, განმცხადებლებს შეიძლება მოუწიოთ უსაფრთხოებისა და რისკის შეფასების გავლა.
დაფინანსება
დაფინანსდება 12 თვემდე ხანგრძლივობის პროექტები, რომელთათვისაც გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის $15,000. შემოთავაზებული პროექტის ხანგრძლივობა და ხარჯები კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. მისასალმებელია განმცხადებლების მიერ პროექტისათვის თანადაფინანსების მოძიება.
გრანტით მიღებული დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ხარჯების დასფარად:
გრანტით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ საგრანტო პროექტის განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებული საქმიანობებისთვის. თანხა არ შეიძლება მოხმარდეს მიმდინარე ხარჯებს, მშენებლობას, უძრავი ქონების შეძენას ან ორგანიზაციის დავალიანების დაფარვას. პროექტის პერსონალის ხელფასები და პროექტის აქტივობებისთვის დათმობილი საათების რაოდენობა მკაფიოდ უნდა დასაბუთდეს.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ არ დაფინანსდება შემდეგი პროგრამული აქტივობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განაცხადები მიიღება საქართველოს რეგიონებში მოქმედი [5] სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან (სსო), არარეგისტრირებული მოქალაქეთა ჯგუფებისა და აკადემიური/საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან;
აპლიკანტებს განმცხადებლებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა ორგანიზაციებთან/არარეგისტრირებულ ჯგუფებთან და წარმოადგინონ ერთობლივი წინადადებები.
თითო აპლიკანტისგან მხოლოდ ერთი განაცხადი მიიღება.
საგრანტო განაცხადის წარდგენის პროცესი
პირველ ეტაპზე:
განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მეორე ეტაპზე:
კონკურსის მეორე ეტაპზე არჩეულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
არასრული საპროექტო განცხადებები არ განიხილება.
წარმოდგენილი პროექტი შეიძლება დამტკიცდეს გარკვეული პირობებით და განმცხადებელს მოეთხოვოს წარმოადგინოს უფრო დეტალური სამუშაო გეგმა. კონკურსზე წარმოდგენილი წინადადებები უნდა იყოს განმცხადებლის ნამუშევარი. პლაგიატის ნებისმიერი ფორმის აღმოჩენა გამოიწვევს განაცხადის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა კონკურსში მონაწილე ყველა განაცხადს დაარქივებს. პროგრამა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას არ იყენებს სხვა მიზნებისთვის გარდა საპროექტო განაცხადების განხილვის პროცესისა. აღნიშნული ინფორმაცია არ მიეწოდება არცერთ გარე პირს ან ინსტიტუტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის კანონით ან დონორის მიერ არის მოთხოვნილი.
საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info.rolp@ewmi.org. სათაურის ველში მიუთითეთ “PCJ ჩართულობის პროექტები“.
განმცხადებლებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ელექტრონულად. ამისთვის მათ უნდა მიმართონ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ელ. ფოსტის მისამართზე: info.rolp@ewmi.org.
კონკურსის ვადები
საგრანტო კონკურსის გამოცხადება: 1 აპრილი, 2024
საინფორმაციო შეხვედრებზე რეგისტრაცია: საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი: (1) ქუთაისი - 2024 წლის 3 აპრილი, 11:00, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისი, წერეთლის ქ. #69; (2) ბათუმი - 2024 წლის 4 აპრილი, 11:00, სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი, ნინოშვილის/ჟღენტის ქუჩა; (3) ახალციხე - შეხვედრაში მონაწილეობის მსურველ რეგისტრირებულ პირებს დრო და ადგილი გეცნობებათ მოგვიანებით.
პოტენციური აპლიკანტების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილობითი შეკითხვების დასმის ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2024, საქართველოს დროით 24:00 სთ.
პროგრამის პასუხები დასმულ შეკითხვებზე: 2 მაისი, 2024 (გამოქვეყნდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქ გვერდზე)
საინფორმაციო ვებინარი საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ: 1 მაისი, 2024 (საინფორმაციო ვებინარში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ, შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 13 ივნისი, 2024, საქართველოს დროით 24:00 სთ.
გვიან მიღებული განაცხადები არ განიხილება.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: აგვისტო 15, 2024
საკონტაქტო ინფორმაცია
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
მარჯანიშვილის ქუჩა 5, 0102 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 2505404
ელ. ფოსტა: Info.rolp@ewmi.org
****
[1] მართლმსაჯულების ინსტიტუტები/სექტორი გულისხმობს ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ფართო სისტემას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელებასა და დაცვაზე. იგი მოიცავს სუბიექტების ფართო სპექტრს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის გამოყენებაზე და ერთობლივად მუშაობენ სამართლიანობის, თანასწორობისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად: სასამართლო ხელისუფლება; პროკურატურის სამსახურები და პროკურორები; სამართალდამცავი ორგანოები/პოლიცია; იურიდიული დახმარების სამსახური (LAS); ადვოკატები; სასჯელაღსრულების სამსახურები და მისი სარეაბილიტაციო ცენტრები; დაწესებულებები და პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ იურიდიული პროფესიონალების, მოსამართლეებისა და იუსტიციის სექტორის სხვა პერსონალისთვის განათლებისა მიწოდებასა და ტრენინგების ჩატარებას; მარეგულირებელი ორგანოები; დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) ინსტიტუტები, რომლებიც გვთავაზობენ ტრადიციული სასამართლო პროცესების ალტერნატივას და სხვა.
[2] იხილეთ ქვემოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
[3] საზოგადოებრივი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები წარმოადგენენ არაკომერციულ სუბიექტებს ან ჯგუფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის დახმარებას, მხარდაჭერას და პროგრამებს კონკრეტული თემის ან თემების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს ორგანიზაციები ფუნქციონირებენ იმ უპირველესი მიზნით, რომ ემსახურონ საზოგადოების კეთილდღეობასა და ინტერესებს, მოაგვარონ სოციალური საკითხები და გააუმჯობესონ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ უშუალო მომსახურების მიწოდებაში და უზრუნველყონ მთელი რიგი სერვისები, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოციალური სერვისები, გარემოსდაცვითი ინიციატივები, კულტურული პროგრამები და სხვა.
[4] შეზღუდვები ვრცელდება ახალი ვებგვერდების განვითარებაზე/შექმნაზე. პროგრამამ შეიძლება მხარი დაუჭიროს ელექტრონული პლატფორმებისთვის კონტენტის/მასალის შექმნას (იხ. ქვემოთ, აქტივობები, რომელიც არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ).
[5] ამ საგრანტო კონკურსის მიზნებისთვის, ეს არის სუბიექტები, რომლებიც დაფუძნებულია და აქტიურად ფუნქციონირებს ქვეყნის რეგიონებში. მათ უნდა ჰქონდეთ ოფისი ან რაიმე სახის აქტივობა მითითებულ გეოგრაფიულ არეალში (მინიმუმ ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ადგილზე იმყოფება), აქვთ მნიშვნელოვანი ჩართულობა ადგილობრივ საზოგადოებაში და სასურველია, ჰქონდეთ რეგიონში ეფექტიანი და რელევანტური საქმიანობის გამოცდილება.