10 იანვარი, 2023
დასრულებული
კონკურსის მოთხოვნები
შესავალი
USAID სამართლის უზენაესობის ხუთწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მიერ. პროგრამას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. EWMI აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება შემდეგი საშუალებებით:
მიზანი 1: მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა დაეფექტიანობის გაძლიერება
მიზანი 2: მართლმსაჯულებაზე ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გაძლიერება
მიზანი 3: მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქეთა დაინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება
მე-3 მიზნიდან გამომდინარე, პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და მედია ორგანიზაციების მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დისკუსიების მხარდასაჭერად. პროგრამა მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც გაათვიცნობიერებენ მოქალაქეებს სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ და ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას პროგრესული ცვლილებების მხარდასაჭერად.
პრობლემის განსაზღვრა
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალია. ამავდროულად, მოქლაქეები სასამართლოს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ სამი პროცენტი ახსენებს სასამართლო სისტემას საქართველოს დემოკრატიული განვითარებასა და მომავალთან დაკავშირებულ სამ უდიდეს გამოწვევას შორის. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 50% არ არის დადებითად განწყობილი საქართველოს სასამართლოების მიმართ. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უფრო ადრე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც აფასებდა მოქალაქეების ცოდნასა და დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ, ასევე აჩვენა, რომ საზოგადოება სასამართლო სისტემას უპირველეს პრობლემად არ მიიჩნევს. საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებულები სასამართლო სისტემისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესდებიან სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებით.
ბოლო პერიოდში მედია სასამართლოების შესახებ ინფორმაციას გახმაურებული საქმეების მიმოხილვისას ავრცელებდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ასევე ცდილობდნენ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ინსტიტუციური საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ისინი აკვირდებოდნენ სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს და ავრცელებდნენ მონიტორინგის მიგნებებს. სამოქალაქო ორგანიზაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2019-2020 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის დროს. ამ დროს ისინი აქვეყნებდნენ მასალებს სოციალურ მედიაში და თანამშრომლობდნენ მედია საშუალებებთან. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნული გამოკითხვები ცხადყოფს, ამ ინიციატივებს ადგილობრივ დონეზე მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია. საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ აისახება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები მოქალაქეების ცხოვრებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
სასამართლო სისტემის გამოწვევებს მოსახლეობა პირველი რიგის პრობლემებად არ მიიჩნევს. ეს მიანიშნებს ერთგვარი აცდენაზე საზოგადოებრივ წარმოდგენებსა და ევროკავშირის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემის რეფორმებს შორის, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სჭირდება. ამგვარად არსებობს ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების საჭიროება. საგრანტო პროგრამა სწორედ ამ საჭიროების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ინიციატივების მხარდაჭერის გზით. ამ ინიციატივების მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რატომ არის სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის და ამგვარად შექმნას საფუძველი ცვლილებებისთვის.
საგრანტო პროგრამის მიზნები და ამოცანები
საგრანტო კონკურსის მიზანია სასამართლო სისტემაში პროგრესული ცვლილებებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება ცნობიერების ამაღლების ისეთი ინიციატივების ხელშეწყობით,რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და საქართველოს სასამართლო სისტემის არსებული მდგომარეობის შესახებ დისკუსიების ხელშეწყობას.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა დააფინანსებს ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ აქტივობებს/კამპანიებს რომლებიც განმარტავს:
ინიციატივები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სასამართლო სისტემის პრობლემების ჩვენებით, არამედ შეიძლება მოიცავდეს ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებსაც. ასევე, შესაძლებელია ნაჩვენები იყოს მოსამართლეთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მაგალითები.
პროექტების სამიზნე აუდიტორიას ფართო საზოგადოება წარმოადგენს. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლების აქტივობების შინაარსი და ფორმები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები.
აქტივობების განხორციელების გეოგრაფიული არეალი არ არის შეზღუდული, თუმცა რეგიონული ინიციატივები წახალისებულია.
ასევე წახალისებულია პროექტები, რომლებიც მოიცავს ახალგაზრდების ჩართულობას, პარტნიორობას რეგიონულ ორგანიზაციებთან, მედიასთან და უნივერსიტეტებთან.
ცნობიერების ამაღლების აქტივობები უნდა იყოს დეტალური. პროექტში უნდა აღიწეროს: ძირითადი თემები/საკითხები, ადგილობრივი კონტექსტი, ვადები, კომუნიკაციის გზები და სამიზნე ჯგუფები და სხვა დაინტერესებული მხარეები. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ არის შეზღუდული შემდეგი ღონისძიებებით: საზოგადოებრივი/სათემო ღონისძიებები/შეხვედრები, კარდაკარ კამპანიები, საინფორმაციო თამაშები, გამოფენები, სპექტაკლები და კონკურსები, ონლაინ და ტრადიციულ მედიასაშუალებებთან პარტნიორობით განხორციელებული აქტივობები და სოციალური მედია კამპანიები [ონლაინ ვიქტორინები, ვიდეო, აუდიო და ვიზუალური მასალები/პოსტები].
შერჩევის კრიტერიუმები
პროექტები შეფასდება შემდეგი ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით:
უპირატესობა მიენიჭება პროექტებს რომლებშიც მოცემულია:
შერჩევის პროცესი
შერჩევის ობიექტური პროცესის უზრუნველსაყოფად, საპროექტო წინადადებები განიხილება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, USAID-ის თანხმობით. განაცხადის განხილვის პროცესში პროგრამამ შესაძლებელია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია. განმცხადებლებს მოეთხოვებათ აღნიშნული ინფორმაცის მოწოდება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა კონკურსის ფარგლებში რამდენიმე გრანტის გაცემას გეგმავს. პროგრამა იტოვებს უფლებას არ დაფინანსოს არც ერთი განაცხადი. განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება მხოლოდ წარმდგენ ორგანიზაციას და არც EWMI და არც USAID არ უნაზღაურებენ ორგანიზაციებს საპროექტო წინადადებების მომზადებისას გაწეულ ხარჯებს. საბოლოო დაფინანსების მიღებამდე, განმცხადებლებს შეიძლება მოუწიოთ უსაფრთხოებისა და რისკის შეფასების გავლა.
დაფინანსება
დაფინანსდება 8-დან 12 თვემდე ხანგრძლივობის პროექტები. 8-თვიანი პროექტებისთვის გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის $30,000, ხოლო 12-თვიანი პროექტებისთვის -- $40,000. შემოთავაზებული პროექტის ხანგრძლივობა და ხარჯები კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. განმცხადებლებმა თავად უნდა დაფარონ მოთხოვნილი დაფინანსების მინიმუმ 5%. მისასალმებელია თანადაფინანსების უფრო დიდი ოდენობა.
გრანტით მიღებული დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ხარჯების დასფარად:
გრანტით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ საგრანტო პროექტის განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებული საქმიანობებისთვის. თანხა არ შეიძლება მოხმარდეს მიმდინარე ხარჯებს, მშენებლობას. უძრავი ქონების შეძენას ან ორგანიზაციის დავალიანების დაფარვას. პროექტის პერსონალის ხელფასები და პროექტის აქტივობებისთვის დათმობილი საათების რაოდენობა მკაფიოდ უნდა დასაბუთდეს.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ არ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი პროგრამული აქტივობები:
ვის შეუძლია კონკურში მონაწილეობა
კონკურსი ღიაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მედიისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფებისთვის. ცნობიერების ამაღლების აქტივობების/კამპანიების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. განმცხადებლებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვა ორგანიზაციებთან (სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, მედია ორგანიზაციებთან) და წარმოადგინონ ერთობლივი წინადადებები.
საგრანტო განაცხადის წარდგენის პროცესი
განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
არასრული საპროექტო განცხადებები არ განიხილება.
წარმოდგენილი პროექტი შეიძლება დამტკიცდეს გარკვეული პირობებით და განმცხადებელს მოეთხოვოს წარმოადგინოს უფრო დეტალური სამუშაო გეგმა. პლაგიატის ნებისმიერი ფორმის აღმოჩენა გამოიწვევს განაცხადის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა კონკურსში მონაწილე ყველა განაცხადს დაარქივებს. პროგრამა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას არ იყენებს სხვა მიზნებისთვის გარდა საპროექტო განაცხადების განხილვის პროცესისა. აღნიშნული ინფორმაცია არ მიეწოდება არცერთ გარე პირს ან ინსტიტუტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის კანონით ან დონორის მიერ არის მოთხოვნილი.
საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: nghvinjilia@ewmi.org სათაურის ველში მიუთითეთ “ცნობიერების ამაღლების საგრანტო კონკურსი.” სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია აქ. განმცხადებლებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ელექტრონულად. ამისთვის მათ უნდა მიმართონ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოებისა და გრანტების სპეციალისტს ელ. ფოსტის მისამართზე: nghvinjilia@ewmi.org
კონკურსის ვადები
საგრანტო კონკურსის გამოცხადება: 22 ნოემბერი, 2022
შეხვედრები პოტენციურ აპლიკანტებთან: [1]
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 იანვარი, 2023, საქართველოს დროით 24:00 სთ. გვიან მიღებული განაცხადები არ განიხილება.
კონკურსის პირობების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ აქ.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: 2023 წლის 28 თებერვალს.
საკონტაქტო ინფორმაცია
USAID სამართლის უზენაესობისპროგრამა
მარჯანიშვილის ქუჩა 5, 0102 თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 2505404
ელ. ფოსტა: Info.rolp@ewmi.org
[1] თუ გსურთ შეხვედრებში მონაწილეობა აღნიშნულ ქალაქებში, გთხოვთ, 2022 წლის 29 ნოემბრამდე მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: nghvinjilia@ewmi.org.