30 ივნისი, 2024
დასრულებული
შესავალი
განაცხადების მიღებაზე მოთხოვნა გამოცხადებულია საქართველოში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ. პროგრამა არის ხუთწლიანი აქტივობა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამა ემსახურება საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერებას შემდეგი მიზნების მიღწევით:
მიზანი 1: მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება;
მიზანი 2: მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის;
მიზანი 3: მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის ზრდა.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ პროგრამას საჭიროებისამებრ მიმართავენ სასამართლოს ცალკეული თანამშრომლები მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით კონკრეტული აქტივობების დაფინანსების თხოვნით, პროგრამამ გადაწყვიტა შექმნას საგანმანათლებლო ფონდი, რათა ხელი შეუწყოს სასამართლოს ინდივიდუალური თანამშრომლების გადამზადებას.
ფონდი გამოყენებული იქნება მომავალი განმცხადებლების ინდივიდუალური მოთხოვნების მხარდასაჭერად და დააფინანსებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ინიციატივებს ან/და პროექტებს (როგორიცაა კონფერენციაზე დასწრების საფასური, სტატიის გამოქვეყნება იურიდიულ ჟურნალში, მცირე კვლევითი პროექტების განხორციელება, პროფესიულ წინსვლის მიზნით კურსებზე დასწრება და ა.შ.), რომელიც დაეხმარება სასამართლოს შერჩეულ პერსონალს გაიუმჯობესონ კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ინდივიდუალური ინიციატივებისა და პროგრამასთან თანამშრომლობის ხელშეწყობისას.
მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ფონდიდან არის 2000 აშშ დოლარი და განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი მოთხოვნების დასაბუთება.
ამ კონკურსის მიზანია ჩამოაყალიბოს პირობები და პროცედურები პროგრამის სასტიპენდიო ფონდისთვის მიმართვისთვის, რომელიც ემსახურება საზოგადოებაზე ორიენტირებული სასამართლო ადმინისტრაციის პრაქტიკის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდის ხელშეწყობას.
სასტიპენდიო ფონდის მიზნები
სასტიპენდიო ფონდის მიზანია დაეხმაროს სასამართლოს პერსონალს ყოველდღიური საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში სასამართლოს ადმინისტრირების გაუმჯობესების, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სასამართლო სისტემაში საზოგადოებაზე ორიენტირებული პრაქტიკის გაძლიერების მიზნით. ფონდი უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების მობილიზებას საერთო სასამართლო სისტემაში მომუშავე პირების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. სტიპენდიები გაიცემა:
ა) ტრენინგისთვის, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს მათი კვლევითი/სამართლებრივი წერისა და სხვა პროფესიული უნარები;
ბ) საერთაშორისო ან რეგიონულ კონფერენციებზე დასწრებისათვის, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემისათვის არსებით საკითხებს; და
გ) სხვა შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებისთვის ან/და პროექტებისთვის, როგორიცაა სამართლებრივ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების საფასური, მცირე კვლევითი პროექტების განხორციელება და ა.შ.
შესარჩევი კრიტერიუმი
წარმატებული განაცხადები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ადგილობრივი ტრენინგისთვის:
- შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა არის აღიარებული;
- ტრენინგი ტარდება მართლმსაჯულების არსებით საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია იმ სფეროსთან, რომელშიც განმცხადებელი მუშაობს;
- განმცხადებელი ავლენს მზაობას გაუზიაროს გამოცდილება კოლეგებს დასრულების შემდეგ (მონდომების ხარისხი შეფასდება შემდგომი აქტივობების მოკლე აღწერით).
ბ) საერთაშორისო კონფერენციისთვის:
- შემოთავაზებული ღონისძიება/პროგრამა საერთაშორისოდაა აღიარებული;
- შემოთავაზებული ღონისძიება/პროგრამა ეხება მართლმსაჯულების არსებით საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია იმ სფეროსთან, რომელშიც განმცხადებელი მუშაობს;
- განმცხადებელი ავლენს მზაობას, რომ გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს დაბრუნებისთანავე (მონდომების ხარისხი შეფასდება შემდგომი აქტივობების მოკლე აღწერით).
გ) სხვა შესაძლებლობების განვითარების ინიციატივები: ზემოაღნიშნული მოთხოვნების მსგავსი, აქტივობის ხასიათიდან გამომდინარე.
შერჩევის პროცესი
ობიექტური შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განაცხადები განიხილება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
განცხადების განხილვის პროცესში დამატებითი ინფორმაცია შეიძლება იყოს მოთხოვნილი. განმცხადებელს მოეთხოვება წარმოადგინოს ყველა მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია პროგრამის მიერ რამდენიმე სტიპენდიის გაცემა. პროგრამა იტოვებს უფლებას დააფინანსოს ნებისმიერი ან არცერთი წარმოდგენილი განაცხადი.
დასაშვები ხარჯები
მაქსიმალური სასტიპენდიო ოდენობა თითოეული განაცხადისთვის არის 2000 აშშ დოლარი.
თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგში:
1. სწავლა
2. მგზავრობის ხარჯები
3. განთავსება და დღიური
4. სავიზო მოსაკრებლები
5. სტიპენდიის მიზნებთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა დასაბუთებული ხარჯები.
უფლებამოსილება
კონკურსის ფარგლებში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემის თანამშრომლებს.
განაცხადის წარდგენის პროცესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა ქართულ ენაზე.
განაცხადები უნდა იყოს აპლიკანტის პირადი, ორიგინალი ნამუშევარი. ნებისმიერი ტიპის პლაგიატი გამოიწვევს კონკურსიდან დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას.
პროგრამა შეინახავს კონკურსის შედეგად წარმოდგენილ ყველა მასალას და დოკუმენტს ჩვენს ჩანაწერებში. პროგრამა არ გამოიყენებს განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციას განხილვის გარდა სხვა მიზნებისთვის და არ აწვდის ამ ინფორმაციას რომელიმე გარე პირს ან ინსტიტუტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან მოთხოვნილი იქნება დონორის მიერ.
კონკურსის ვადები
კონკურსის გამოცხადება: 2023 წლის 23 ივნისი
კონკურსის ღია კარის ონლაინ სესია: 2023 წლის 11 აგვისტო
კონკურსის დასრულების თარიღი: 2024 წლის 30 ივნისი
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. განაცხადები წარდგენილი უნდა იქნეს მინიმუმ ერთი თვით ადრე ღონისძიების/პროგრამის დაწყების თარიღამდე. აპლიკანტებს წინადადების განხილვის პროცესის შედეგები ეცნობებათ წინადადების წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამა განთავსებულია მარჯანიშვილის 5-ში, თბილისი, 0102, ტელ/ფაქსი (995 32) 2505404.
კონკურსის საკონტაქტო პირი მარიამ გობრონიძე: mgobronidze@ewmi.org.