5 აპრილი, 2024
დასრულებული
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომელიც სტრატეგიული სამართალწარმოების მეშვეობით ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
პროგრამა ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიულ სამართალწარმოებას შემდეგ საკითხებზე:
კონკურსის პირობების შესახებ სრული ინფორმაციას, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2024 შუაღამე (ქართული დროით)