22 სექტემბერი, 2023
დასრულებული
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს: იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5-წლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებას შემდეგი სამი მიზნის მიღწევის გზით:
მიზანი 1: მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება;
მიზანი 2: მართლმსაჯულებაზე ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გაძლიერება;
მიზანი 3: მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება.
სამართლის უზენაესობის პროგრამის პირველი მიზნის ერთ-ერთი მთავარ ფოკუსს წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტების და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერით. საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერების ერთ-ერთი გზა არის ხელი შევუწყოთ იურიდიულ განათლების სისტემას შექმნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, რომლებიც უკეთ შეძლებენ ქვეყანაში სამართლიანობის ხელშეწყობას. 2021 წლის ACT-ის "იურიდიული ბაზრის კვლევა საქართველოში" მიხედვით, რომელიც განხორციელდა USAID/PROLoG დაფინანსებით, სამართლის სკოლის ახალდამთავრებული იურისტები აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ისინი არასაკმარისად ფლობენ პრაქტიკულ და პროფესიულ უნარებს. კვლევამ ასევე აჩვენა რომ საჭიროა რეგიონული უნივერსიტეტების ლექტორთა პროფესიული განვითარება და ასევე საჭიროა უფრო მეტად კვალიფიციური კადრების მოზიდვა. კვლევის მონაწილეებმა თეორიული სწავლება საუნივერსიტეტო განათლების ძლიერ მხარედ დაასახელეს, მაშინ როცა პრაქტიკული და პროფესიული უნარების განვითარება სუსტ მხარედ იყო მიჩნეული. განსაკუთრებით პოზიტიურად იქნა შეფასებული იურიდიული კლინიკების არსებობა უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები ლექტორთა სუპერვიზიის ქვეშ პროფესიულ და პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. თუმცა იურიდიული კლინიკა არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და სამართლის პროგრამების სტუდენტთა უმეტესი ნაწილი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან.
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" მიზნად ისახავს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტთა პრაქტიკისთვის მომზადებას შემდეგი ღონისძიებების მხარდაჭერით: ა) აკრედიტაციის და ეროვნული სტანდარტების გაუმჯობესება; ბ) სწავლების და სამართლის კურიკულუმის გაუმჯობესება; გ) იურიდიული კლინიკური განათლების განვითარება. პროგრამა იწვევს სამართლის ფაკულტეტის მქონე ნებისმიერ საჯარო ან კერძო უნივერსიტეტს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებად რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შემოიტანონ წინადადებები იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პროგრამა მხარს დაუჭერს/დააფინანსებს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს თბილისის და რეგიონულ უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: პრაქტიკული უნარების სწავლება, კლინიკური განათლების ხელშეწყობა, სამართლებრივი კვლევისა და აკადემიური კვლევითი მასალების შექმნა, იურიდიული განათლების ეროვნული სტანდარტების და სამართლის სკოლების აკრედიტაციის გაუმჯობესება, საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თბილისის უნივერსიტეტებსა და რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის განვითარება.
ღია კარის საგრანტო მექანიზმი მხარს დაუჭერს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინოვაციურ წინადადებებს და ზემოხსენებული მიზნების მიღწევის მხარდამჭერ პროექტებს.
შემოსული წინადადებები/განცხადებები განხილული იქნება უწყვეტ რეჟიმში. აღნიშნული კონკურსი არ ეხება "USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის" მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების აქტივობებს.
დასაშვებობის კრიტერიუმი:
განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს საქართველოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტმა, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც რეგისტრირებულია როგორც არაკომერციული იურიდიული პირი. თბილისში არსებული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სულ მცირე ერთ რეგიონულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩაითვლება პროექტის პლუსად. პრიორიტეტი მიენიჭება იმ განცხადებებს რომელთაც ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის გრანტი.
ვადა:
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 22 სექტემბერი, 23:59სთ.
წერილობითი კითხვების გაზიარების ბოლო ვადა: 16 ივნისი, 2023, 18:00 სთ.
განაცხადის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
** პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის ხარისხი;
** პროექტის გავლენის შესაბამისობა და მისი ფარგლები;
** პროექტის განმახორციელებელი მეთოდოლოგიის ეფექტურობა;
** პროექტის ეკონომიკური ეფექტურობა;
** მონიტორინგისა და შეფასების გეგმის ეფექტიანობა;
** პროექტის მდგრადობა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მდგრადობის კრიტერიუმი შესაძლოა გავრცელდეს ღონისძიებებზე, სტრუქტურაზე, ცოდნაზე და შედეგებზე რომლებიც მიიღწევა პროექტის იმპლემენტაციის შედეგად) და
** პროექტის იმპლემენტაციის კომპეტენცია.
საგრანტო ბიუჯეტი:
გრანტის მაქსიმუმი ბიუჯეტი შეადგენს 25 000 აშშ დოლარს, 6-12 თვემდე პერიოდში განხორციელებული პროექტისთვის.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ არ დაფინანსდება შემდეგი აქტივობები:
** პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან მათი ლობირება;
** რელიგიური ღონისძიებები;
** კომერციული მიზნისთვის განკუთვნილი კაპიტალური მშენებლობა;
** წიგნის ან ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტის თარგმნა;
** ონლაინ პლატფორმების წევრობის საფასური.
განაცხადის შემოტანის პროცესი: განაცხადები შემოტანილი უნდა იქნეს მოკლე განაცხადის და ბიუჯეტის სახით. დეტალური განაცხადის ფორმის და ბიუჯეტის შევსება სავალდებულო იქნება მხოლოდ მეორე ტურში გადასული აპლიკანტებისთვის.
განაცხადები უნდა შემოიტანოთ ელექტრონული სახით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელმისამართზე: info.rolp@ewmi.org. ელწერილს სათაურში მიუთითეთ "Open-door Grants on Legal Education" . სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ განაცხადში. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მიწეროთ ნინო ბალანჩივაძეს, იურიდიული განათლების და ადვოკატთა ასოციაციის რეფორმის მრჩეველს, შემდეგ მისამართზე: nbalanchivadze@ewmi.org.