30 სექტემბერი, 2025
მიმდინარე
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
ღია კარის საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე მედია ორგანიზაციების პროექტებს, რომლებიც მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს მოიცავს. მათ შორის პრაქტიკულ კვლევებს, ადვოკატირებას, სტრატეგიულ სამართალწარმოებას, თანამშრომლობითი და ცნობიერების ამაღლების პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სექტორის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროგრამა მიესალმება ინიციატივებსა და მიდგომებს, რომლებიც „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების“ პრინციპებს ეფუძნება.
პროგრამის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.