დემოკრატიის ვირტუალური აკადემია (VDA)
8.5 თვე
დასრულებული
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მართლმსაჯულების სისტემის და მისი როლის შესახებ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში დემოკრატიის ვირტუალური აკადემია გაავრცელებს ვიდეოებს და მოაწყობს საჯარო დისკუსიებს ისეთ თემებზე როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, ოჯახში ძალადობა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, შრომითი უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, კონსტიტუციური კონტროლი, რწმენის თავისუფლება, დისკრიმინაცია და ეთნიკური უმცირესობების უფლებები.
მედიის ეროვნულ ალიანსთან თანამშრომლობით, ვიდეორგოლები რეგიონულ ტელეარხებსა და რადიოსადგურებზე გადაიცემა. ვიდეოები ასევე, გავრცელდება VDA-სა და Palitra TV-ის ფეისბუქ გვერდებზე. საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, VDA ვიდეო ჩვენებებს და საჯარო დისკუსიებს თბილისში, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში გამართავს.