Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

განათლების შესახებ გრანტი

ორგანიზაციები

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

პერიოდი

18 თვე

სტატუსი

დასრულებული

უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებში სტუდენტთა თეორიული ცოდნისა და კვლევითი უნარების განვითარებას და ასევე გააძლიერებს პროფესორთა აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს. ამ მიზნით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ჩაატარებს სხვადასხვა კვლევით აქტივობებს, კერძოდ, შეიქმნება ორი კვლევითი ნაშრომი თემებზე გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და დაშლა. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება სასამართლო მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის.

 უნივერსიტეტი ასევე შეიტანს 1 სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩატარდება პრაქტიკული ღონისძიებები სტუდენტებისთვის, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესები და საზაფხულო სკოლები. თავისუფალი უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, რომელთა სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში.

პროექტის დაფარვის არეალი: თბილისი, ბათუმი, ახალციხე.

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები