იურიდიული ეთიკის მიმართულება, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
18 თვე
დასრულებული
პროექტის მიზანია პროფესიული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ეთიკის პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, იურიდიული ეთიკის მიმართულება გამართავს საჯარო ლექციებს/კონფერენციებს იურიდიულ ეთიკაში არსებული გამოწვევების შესახებ და სტუდენტურ იმიტირებულ პროცესებს იურიდიული ეთიკის თემაზე. პროექტი ხელს შეუწყობს, რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული ეთიკის კურსების დანერგვასა და ორგანიზებას, ისევე როგორც იურიდიული ეთიკის კლინიკის განვითარებას.
საქართველოს ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში ჩატარდება იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი. პროექტის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს საზაფხულო სკოლას, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს.
პროექტის დაფარვის არეალი: ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი, თელავი, გორი.