სამართლებრივი უნარჩვევების პროგრამა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
18 თვე
დასრულებული
უნივერსიტეტი შექმნის და დანერგავს პრაქტიკული უნარჩვევების კურსს, რომლის მთავარი ფოკუსი იქნება სამართლებრივი კვლევის და წერის, მოლაპარაკებების, მედიაციის და სასამართლო საპროცესო უნარების სწავლება. პროექტის აქტივობები დაგეგმილია სტუდენტებისთვის თბილისსა და რეგიონებიდან. უნივერსიტეტში შეიქმნება პრაქტიკული უნარჩვევების ცენტრი, საბაკალავრო კურსი და სასწავლო მასალები ადვოკატის უნარების შესახებ. ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი პროფესორებისთვის პრაქტიკული უნარების სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ და მოხდება პრაქტიკული უნარების სწავლების არსებულ კურსებში ინტეგრირება. თბილისის და ქუთაისის სამართლის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებულ პროცესებში.
პროექტის დაფარვის არეალი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.