ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11 თვე
მიმდინარე
პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების, მათ შორის იურიდიული კვლევის, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტები, საჯარო სკოლებში ჩაატარებენ პრაქტიკული სამართლის კურსის გაკვეთილებს. ისინი ჩაერთვებიან საკონსტიტუციო საქმისწარმოების სიმულაციურს კურსებში, რაც გაზრდის სტუდენტთა თეორიულ ცოდნას კონსტიტუციურ სამართალსა და საკონსტიტუციო საქმისწარმოებაზე.