საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
24 თვე
მიმდინარე
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ორგანიზაციული, ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების გაღრმავება, ისევე, როგორც მოქმედი და დამწყები იურისტების პროფესიული სტანდარტების გააუმჯობესება GBA-ს ეთიკის კომისიისა და სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით გაღრმავდება ბენჩ-ბარის კოლაბორაცია, რაც გულისხმობს ბენჩ-ბარის შეხვედრების ორგანიზებას თბილისსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განსახილველად.
ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების გაძლიერებით, პროექტი ხელს შეუწყობს GBA-ს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას და ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვას.