ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
7 თვე
დასრულებული
პროექტის ძირითადი მიზანია მოსამართლეთა რეალურ და აღქმულ მიუკერძოებლობას შორის განსხვავებების შეფასებით მართლმსაჯულების განხორციელების გაუმჯობესება. მოსამართლეთა მიუკერძოებლობაზე აღქმა გაანალიზდება ‘გონივრული დამკვირვებლის’ შეფასებებისა და დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით იმ ფაქტორებთან, რომლებიც სასამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების თანახმად (ობიექტური შეფასება) მიუკერძოებლობის სტანდარტებს ქმნიან. მხარეთა აღქმების დასადგენად გამოიკითხებიან როგორც მოსარჩელეები, ისე მოპასუხეები (აღქმული მიუკერძოებლობა).
მოსამართლის ქცევის ობიექტურ და სუბიექტურ შეფასებებს შორის განსხვავებები გამოვლინდება როგორც დამკვირვებლებისგან (რეალური მიუკერძოებლობა), ასევე მხარეებისგან (აღქმული მიუკერძოებლობა) მიღებული მონაცემების შედარების გზით და იმ ფაქტორების იდენტიფიცირებით, რომლებიც მხარეთა შეფასებებს დამკვირვებლებისგან განსხვავებულს ხდის.