პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
24 თვე
მიმდინარე
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პროექტის ფარგლებში იმუშავებს ბავშვებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ბავშვებზე მორგებული სისტემის შექმნაზე, ღირსეული და სამართლიანი მიდგომით.
პროექტის მიზანია დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა და ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტი მოიცავს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში; ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების განვითარებას; და ადვოკატირებას.
პროექტი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს სამართალწარმოებისა და იურიდიული კონსულტაციების გზით.