უფლებები საქართველო
21 თვე
მიმდინარე
პროექტის ფარგლებში, უფლებები საქართველო იმუშავებს გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერებაზე, მავნე პრაქტიკის დაძლევაზე, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების გზით პრეცედენტების დადგენაზე.
პროექტის მიზნები მოიცავს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების ხელშეწყობას სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით; სტრატეგიულ სამართალწარმოებაში პრაქტიკოსი იურისტებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას; და მსხვერპლთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის ფორმებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.
პროექტი ფარავს თბილისს, კახეთს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს.